Pin It

 "ჩაიკა" გაზ-13, თეთრი ("Чайка" ГАЗ-13; "Chaika" GAZ-13)

 

 

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-13 ''ჩაიკა''

(ГАЗ-13 "Чайка"; GAZ-13 "Chaika")

გამოშვების წლები 1959 - 1981
ძარა

4 კარი, სედანი, ლიმუზინი (7 ადგილი),

ფაეტონი (6 ადგილი)

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

ძრავა

 ГАЗ-13, ГАЗ-13Д. 8 ცილინდრი

5526 კუბ.სმ, 195, 215 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  ავტომატური, ჰიდრომექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  160 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 80 ლ.
საწვავის ხარჯი 21 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 5600x2000x1620 მმ.
ტვირთამწეობა 600 კგ.
წონა 2100 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა სამთავრობო ავტომობილის მსგავსად. გაზ-13 „ჩაიკის“ ოფიციალური ფერი შავი იყო, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. ჯერ კიდევ სერიულად გამოშვებამდე, „ექსპო-58“ მსოფლიო გამოფენაზე ბელგიაში გაიგზავნა რძისა და ფირუზის ფერებში გადაწყვეტილი მანქანა მოოქროვილი რადიატორის გისოსით - მანქანების ორფერად შეღებვა იმხანად მოდაში იყო.

chaika3


კიდევ ერთი საგამოფენო მანქანა ჟოლოსფრად და თეთრად იყო შეღებილი. შავის გარდა, მზადდებოდა ასევე თეთრი ფერის მანქანებიც. ცნობილია, რომ თეთრი „ჩაიკა“ პირველ კოსმონავტ ქალს, ვალენტინა ტერეშკოვას აჩუქეს.
ცნობილია ასევე, რომ წითელი ფერის „ჩაიკით“ სარგებლობდა მოსკოვის სახანძრო დაცვის უფროსი. მისი მანქანა საგანგებო რაციით იყო აღჭურვილი.
ჩვენ მუზეუმში წარმოდგენილია როგორც შავი, ასევე თეთრი ფერის „ჩაიკა“

chaika saloni


70-80-ან წლებში სამთავრობო ფარეხებიდან ჩამოწერილი "ჩაიკების" ნაწილი ქორწინების სახლებს გადაეცა, სადაც მათ საქორწილო ლიმუზინებად იყენებდნენ. ამრიგად, ყველა რიგით ადამიანს მიეცა შანსი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც "ჩაიკით" გაესეირნა. დღეს ჩვენი მუზეუმი ასეთ საშუალებას ყველა მსურველს აძლევს!

 

Chaika Wedding1

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365