Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

მოსკვიჩი - 403 (Москвич 403; Moskvich 403)

moskvich403

 

 მწარმოებელი მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა (МЗМА)
 მოდელი მოსკვიჩი-403 (Москвич-403; Moskvich-403)
 გამოშვების წლები 1962 - 1965
 ძარა სედანი, 4 კარი, 5 ადგილი
 ტიპი 4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი
 ძრავა М-407, М-407Д1, 1360 კუბ.სმ, 45 ცხ.ძ.
 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 4 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 115 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 35 ლ.
 საწვავის ხარჯი 8 ლ. / 100 კმ. (შერეული ციკლი)
 გაბარიტები 4400x1540x1540 მმ.
 ტვირთამწეობა 300 კგ.
 წონა 980 კგ.

 

ჩვენს ავტომუზეუმში დაცული „მოსკვიჩ - 403“ დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ საბჭოთა ავტომობილად ითვლება.

სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა ახალი მოდელის გამოშვებაზე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადიოდა ხოლმე. ხშირად სხვადასხვა დროს გამოშვებული ერთი სერიის მანქანებიც კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამიტომაც „მოსკვიჩის“ შეძენა იმხანად თავისებური ლატარიის სახეს იღებდა.

1963 წლისთვის კონსტრუქტორები უკვე მესამე თაობის, 408-ე მოდელზე მუშაობდნენ, თუმცა მისი გამოშვებისთვის ქარხანა ჯერ კიდევ მზად არ იყო. ამიტომაც გადაწყდა გარდამავალი მოდელის გამოშვება, პერსპექტიული ავტომობილის ცალკეული კვანძების გამოყენებით. რადგანაც ინდექსი 408 უკვე დარეზერვებული იყო, მოდელს ინდექსი 403 მიენიჭა, რაც 407-ის შემდეგ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა.

 

moskvich403


გარეგნულად „მოსკვიჩ-403“ თავისი წინამორბედის - 407-ის ბოლო მოდიფიკაციისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. პროექტირების პროცესში მყოფი ახალი ავტომობილისგან „მოსკვიჩ-403“-მა წინა სავალი ნაწილი, საჭის მექანიზმი, მუხრუჭები და ზოგიერთი სხვა კვანძი მიიღო. თავდაპირველად „მოსკვიჩ-403“-ზე წინა მოდელის უმნიშვნელოდ მოდიფიცირებულ ძრავი - 407Д დააყენეს, 1964 წლიდან კი ის „მოსკვიჩ-408“-თვის განკუთვნილმა ძრავმა - 407Д1 -მა შეცვალა. მართალია, სიმძლავრემ უმნიშვნელოდ მოიმატა, (45 -დან 50 ცხ. ძალამდე), სამაგიეროდ გაიზარდა ძრავის საიმედოობა და რესურსი.

„მოსკვიჩ-403“-ის წარმოება რაღაც პერიოდი როგორც წინა, ასევე შემდგომი - 408 მოდელის პარალელურად მიმდინარეობდა - 1962 წლის დეკემბრიდან 1965 წლის ივლისამდე. სულ 105 726 ეგზემპლიარი იყო გამოშვებული, საიდანაც თითქმის ნახევარი საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. ამის გამო დღეს „მოსკვიჩის“ ეს მოდელი იშვიათად გვხვდება.

 

moskvich403

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365