Pin It

 ''ზაპოროჟეცი'' ზაზ-968მ ("Запорожец" ЗАЗ-968М; "Zaporozhets" ZAZ-968M)

 

 zaz968m 01

 

მწარმოებელი ზაპოროჟიეს ავტოქარხანა (ЗАЗ)
 მოდელი

ზაზ-968მ ''ზაპოროჟეცი''

(ЗАЗ-968М "Запорожец"; ZAZ-968M "Zaporozhetz")

გამოშვების წლები 1979 - 1994
ძარა

2 კარი, კუპე (4 ადგილი),

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი, ძრავის უკან განლაგებით

ძრავა

МеМЗ-968, 4 ცილ. 1197 კუბ.სმ, 41 ცხ.ძ.

МеМЗ-968Г, 4 ცილ. 1197 კუბ.სმ, 45 ცხ.ძ.

МеМЗ-968Б, 4 ცილ. 1197 კუბ.სმ, 50 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  120 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 40 ლ.
საწვავის ხარჯი 6 - 10 ლ./100 კმ.
გაბარიტები 3730x1570x1400მმ.
ტვირთამწეობა 320 კგ.
წონა 860 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 968 მოდელის ბოლო მოდიფიკაციის - ЗАЗ-968М –ის გამოშვება ზაპოროჟიეს ქარხანამ 1979 წლის ბოლოს დაიწყო.

"ზაპოროჟეცის" სავალი ნაწილის "აქილესის ქუსლი" თავიდანვე ძრავის გაგრილების სისტემა იყო. გამწოვი ვენტილატორი ძრავის უკან იყო განლაგებული, ჰაერმიმღებებიდან (ე. წ. "ყურებიდან") შემოჭრილი ნაკადი ჯერ ძრავის ცილინდრების ვენტილაციას ახდენდა, შემდეგ კი უკვე გავარვარებული ჰაერი გენერატორის "გასაგრილებლად" იხმარებოდა. "ზაპოროჟეცის" მფლობელებს შორის დადიოდა მწარე ხუმრობა, რომ ამ მანქანაზე დასაშვები სიჩქარე არა სპიდომეტრით, არამედ თერმომეტრით განისაზღვრებოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, "ყურები" ფეხით მოსიარულეებთან შეჯახებისას დამატებით საფთხეს ქმნიდა, ამიტომაც კონსტრუქტორები "უყურო" ვარიანტის გამოშვებაზე ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან ფიქრობდნენ.

ვინ იცის, რა სახეს მიიღებდა საბოლოოდ "ზაპოროჟეცი", რომ არა მოყვარულების მიერ შექმნილი თვითნაკეთი ავტომობილი სახელად "Муравей". ის მოტოციკლ "იავას" ძრავაზე იყო აწყობილი, რომელიც უკან იყო განლაგებული. ამის მიუხედავად, ძრავა მშვენივრად გრილდებოდა: აქ თურმე ვენტილატორი ჰაერს კი არ ისრუტავდა, არამედ პირიქით - ძრავისკენ უბერავდა. მსგავსი სქემა გამოიყენეს "ზაპოროჟეცის" კონსტრუქტორებმაც.

"ყურების" მაგივრად ძარის უკანა ნაწილში ორივე მხარეს ვიწრო სავენტილაციო გისოსი დააყენეს. ძრავის ხუფის მარცხენა მხარეს მოზრდილი სავენტილაციო ღარები გაჩნდა, საიდანაც ვენტილატორი ჰაერს იწოვდა. გვერდითი გისოსების "კბილები" ისე იყო ორიენტირებული, რომ მოძრაობისას მარჯვენა ჰაერს შიგნით იწოვდა, მარცხენას კი გარეთ გაჰყავდა. ჰაერის გაყვანას ემსახურებოდა ასევე სანომრე ნიშანს ამოფარებული ვიწრო ღარებიც.

zaz968m 02

მართალია, ვენტილაცია შესამჩნევად გაუმჯობესდა, მაგრამ ცხელ ამინდში ძრავა კვლავაც ხურდებოდა. ბევრი მფლობელი კვლავინდებურად ამახინჯებდა მანქანას თვითნაკეთი ჰაერშემწოვებით.

მნიშვნელოვანი, თუმცა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ცვლილებები მოხდა ექსტერიერის დიზაინში. "ჩაჭყლეტილი" წინა პანელი "ამოაბრუნეს", რის წყალობითაც შესამჩნევად გაიზარდა საბარგო განყოფილების მოცულობა. ამასთან ერთად, სათადარიგო ბორბალი, რომელიც უწინ ნახევარ საბარგულს იკავებდა, ძრავასთან განათავსეს. მრავალრიცხოვანი ქრომირებული ელემენტი დიზაინში შავი პლასტიკით შეცვალეს.

გაუმჯობესება სალონსაც დაეტყო - მანქანაზე დააყენეს ხელსაწყოების ახალი პანელი მრგავალი ფორმის ხელსაწყოებით, ასევე ახალი სავარძლები. წინა პანელი ტრავმაუსაფრთხო პლასტიკატით იყო მოპირკეთებული, მასზე „ჟიგულის“ მსგავსი მრგვალი საათი იყო განთავსებული, მთლიანობაშიც ინტერიერი „ჟიგულის“ გამარტივებულ სალონს წააგავდა. ერთ დროს გავრცელებული იყო მითი, თითქოსდა „ზაზ 968მ“-ზე „ჟიგულის“ სავარძლებს აყენებდნენ, სინამდვილეში ისინი მხოლოდ ფორმით ჰგავდნენ ერთმანეთს.

zaz968m 03

მნიშვნელოვნად შეიცვალა განათების სისტემა. მანქანაზე დაყენდა "ევროპული" ფარები, სადაც ყველა სახის განათება იყო გაერთიანებული. ამან საშუალება მისცა კონსტრუქტორებს წინა პანელიდან მოეცილებინათ ზედმეტი სასიგნალო ოპტიკა. მართკუთხა მოხვევის მაჩვენებლები იმდენად კარგად ჩანდა შორიდან, რომ თავდაპირველად მათ დუბლირებაზე უარიც კი ითქვა, თუმცა სერიულ მოდელებზე გვერდითი მაჩვენებლები მაინც დატოვეს.

შეიცვალა უკანა ოპტიკაც: არქაული, 50-იანების ამერიკულ სტილში შესრულებული მრგვალი სანათებლები მართკუთხათი შეიცვალა. უკანა სასიგნალო განათების ყველა ფუნქცია (სანომრე ნიშნის ამონათების გარდა) ახლა ორმა მრავალფუნქციურმა ხელსაწყომ შეითავსა. მართკუთხა ფორმის სანათებლებმა ძარის ფორმის შეცვლაც მოითხოვეს: "ყურების" მოცილების შემდეგ უკანა ნაწილი გვერდებში საგრძნობლად გაბრტყელდა.

zaz968m 04

968м სერიის მანქანებზე სამი ტიპის ძრავა ყენდებოდა: МеМЗ-968 (41 ცხ. ძ.), МеМЗ-968Г (45 ცხ. ძ.) და МеМЗ-968Б (50 ცხ. ძ). პირველი ორი А-76 ბენზინზე მუშაობდა, მესამე - АИ-93 -ზე. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე წინა მოდიფიკაციასთან შედარებით არ შეცვლილა და 120 კმ/სთ-ს შეადგენდა.

მთლიანობაში 968м მოდიფიკაციას შეიძლება ყველაზე შემდგარი ვუწოდოთ "ზაპოროჟეცებს" შორის, თუმცა წარმოებაში გაშვების მომენტისთვისაც ეს მანქანა უკვე უიმედოდ იყო მოძველებული. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას "ზაპოროჟეცის" შემცვლელ პრინციპიალურად ახალ მანქანაზე - "ტავრიაზე", რომლის წარმოების დაწყება მხოლოდ 1987 წელს მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 968м -ს ქარხანა "ტავრიის" ათვისების შემდეგაც უშვებდა - 1994 წლამდე.

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365