"ჩაიკა" გაზ-13, თეთრი ("Чайка" ГАЗ-13; "Chaika" GAZ-13)
მწარმოებელი | გორკის ავტოქარხანა (ГАЗ) |
მოდელი |
გაზ-13 ''ჩაიკა'' (ГАЗ-13 "Чайка"; GAZ-13 "Chaika") |
გამოშვების წლები | 1959 - 1981 |
ძარა |
4 კარი, სედანი, ლიმუზინი (7-8 ადგილი), უნივერსალი (6 ადგილი) |
ტიპი |
4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი |
ძრავა |
ГАЗ-13, ГАЗ-13Д. 8 ცილინდრი, 5526 კუბ.სმ, 195, 215 ცხ.ძ. |
გადაცემათა კოლოფი | ავტომატური, ჰიდრომექანიკური, 3 საფეხურიანი |
მაქს. სიჩქარე | 160 კმ./სთ. |
ავზის მოცულობა | 80 ლ. |
საწვავის ხარჯი | 21 ლ. / 100 კმ. |
გაბარიტები | 5600x2000x1620 მმ. |
ტვირთამწეობა | 600 კგ. |
წონა | 2100 კგ. |
ყველა სამთავრობო ავტომობილის მსგავსად. გაზ-13 „ჩაიკის“ ოფიციალური ფერი შავი იყო, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. ჯერ კიდევ სერიულად გამოშვებამდე, „ექსპო-58“ მსოფლიო გამოფენაზე ბელგიაში გაიგზავნა რძისა და ფირუზის ფერებში გადაწყვეტილი მანქანა მოოქროვილი რადიატორის გისოსით - მანქანების ორ ფერად შეღებვა იმხანად მოდაში იყო.
კიდევ ერთი საგამოფენო მანქანა ჟოლოსფრად და თეთრად იყო შეღებილი. შავის გარდა, მზადდებოდა ასევე თეთრი ფერის მანქანებიც. ცნობილია, რომ თეთრი „ჩაიკა“ პირველ კოსმონავტ ქალს, ვალენტინა ტერეშკოვას ემსახურებოდა.
ცნობილია ასევე, რომ წითელი ფერის „ჩაიკით“ სარგებლობდა მოსკოვის სახანძრო დაცვის უფროსი. მისი მანქანა საგანგებო რაციით იყო აღჭურვილი.
ჩვენ მუზეუმში წარმოდგენილია როგორც შავი, ასევე თეთრი ფერის „ჩაიკა“
70-80-ან წლებში სამთავრობო ფარეხებიდან ჩამოწერილი "ჩაიკების" ნაწილი ქორწინების სახლებს გადაეცა, სადაც მათ საქორწილო ლიმუზინებად იყენებდნენ. ამრიგად, ყველა რიგით ადამიანს მიეცა შანსი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც "ჩაიკით" გაესეირნა. დღეს ჩვენი მუზეუმი ასეთ საშუალებას ყველა მსურველს აძლევს!
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019