Pin It

 მოსკვიჩი 401 (Москвич 401; Moskvich 401)

 

 მწარმოებელი მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა (МЗМА)
მოდელი მოსკვიჩი-401 (Москвич-401; Moskvich-401)
 გამოშვების წლები  1954 - 1956
ძარა სედანი, 4 კარი, 5 ადგილი
ტიპი 4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი
ძრავა М-401, 1074 კუბ.სმ, 26 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე 90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 31 ლ.
საწვავის ხარჯი 9 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3855x1400x1525 მმ.
ტვირთამწეობა 270 კგ.
წონა 855 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მცირე კლასის საბჭოთა მცირელიტრაჟიანი ავტომობილი, რომელსაც მოსკოვის ავტომშენებელი ქარხანა უშვებდა. მისი პირველი ვერსია გახლდათ მოსკვიჩი 400. ის 1946-1954 წლებში გამოდიოდა, მოსკვჩი 401 კი, რომელიც თბილისის ავტომუზეუმშია წარმოდგენილი, ამ მანქანის შედარებით სრულყოფილი ვერსიაა და მას მოსკოვის ავტომშენებელი ქარხანა 1954- 1956წლებში აწარმოებდა.

 

Moskvich 401 2

 

არსებობდა ამ მანქანის ორი ვარიანტი: აქ წარმოდგენილი სედანი და კაბრიოლეტი.  ,,მოსკვიჩი 401'' 9 000 მანეთი ღირდა და მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კლასის მანქანა გახლდათ, საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ამისი ახსნა ალბათ იმიაც შეიძლება, რომ საბჭოთა კავშირის კარი ჩაკეტილი იყო  უცხოური ავტომობილებისთვის და არჩევანი საკმაოდ მცირე გახლდათ. მართალია ომის შემდეგ ქვეყანაში მოხვედრილმა ნაალაფარმა მანქანებმა საკმაოდ დიდ ციფრს მიაღწიეს, მაგრამ ცუდი გზების პირობებში მათი უმრავლესობა ჩქარა გამოვიდა მწყობრიდან და საბჭოთა მოქალაქე მიხვდა, რომ არჩევანი ისევ სამამულო წარმოების ავტომობილებზე სჯობდა შეეჩერებინა. მით უმეტეს, რომ ეს მანქანები სწორედაც რომ უცხოური მანქანების ანალოგებით იქმნებოდა. ასე იყო მოსკვიჩის შემთხვევაშიც. ის გერმანული ,,ოპელის''ანალოგი გახლდათ. არსებობს ლეგენდა, რომელიც გვიამბობს, როგორ გახდა ორკარიანი ,,ოპელ კადეტი'' ოთხკარიანი ,,მოსკვიჩი". საბჭოთა კავშირში მანქანათმშენებლობა სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, ამიტომაც ახალი მანქანის შექმნაში ,,მონაწილეობას'' ქვეყნის მმართველები იღებდნენ. ასე იყო გორბაჩოვამდე, რომელიც დაუფიქრებლად გადმოჯდა საბჭოთა წარმოების ..ზილიდან'' უცხოურ ავტომობილზე, მაშინ კი, ,,ახლადგამოჩეკილი'' პირველი ,,მოსკვიჩი'' სტალინს ,,მიჰგვარეს'', რომელმაც ამაყად გამოაღო მანქანის კარი, მიუჯდა მძღოლს გვერდით და კონსტრუქტორს, რომელიც მოწიწებით იდგა ავტომანქანასთან სთხოვა, რომ ისიც ჩამჯდარიყო მანქანაში. ლეგენდა არ გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა განიცადა ,,მოსკვჩის'' კონსტრუქტორმა სტალინის ერთი შეხედვით მარტივ მოთხოვნაზე, მაგრამ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ _ ,,მოსკვიჩს'' ხომ მხოლდ ორი კარი ჰქონდა, კონსტრუქტორი კი ვერაფრით გაუბედავდა სტალინს ვერც ურჩობას და ვერც იმის თქმას, რომ იმისთვის რომ ისიც ჩამჯდარიყო მანქანაში, საჭირო იყო სტალინის მანქანიდან გადმოსვლა...

 


 

 © თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365