Pin It

 

''ზაპოროჟეცი'' ზაზ-966 ("Запорожец" ЗАЗ-966, "Zaporozhets" ZAZ-966)

 

 zaza966 1

 

მწარმოებელი ზაპოროჟიეს ავტოქარხანა (ЗАЗ)
 მოდელი

ზაზ-966 ''ზაპოროჟეცი''

(ЗАЗ-966 "Запорожец"; ZAZ-966 "Zaporozhets")

გამოშვების წლები 1966 - 1972
ძარა

2 კარი, კუპე (4 ადგილი),

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი, ძრავის უკან განლაგებით

ძრავა

ЗАЗ-966В, 4 ცილ. 887 კუბ.სმ, 27-30 ცხ.ძ.

МеМЗ-968, 4 ცილ. 1198 კუბ.სმ, 40-43 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  120 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 40 ლ.
საწვავის ხარჯი 5,9 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3730x1535x1370 მმ.
ტვირთამწეობა 320 კგ.
წონა 720 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ უკრაინაში მსუბუქი მანქანების გამოშვების ინიციატორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო. მართალია, სტალინის მმართველობის პერიოდში მან იდეისთვის ხორცის შესხმა ვერ შეძლო, მაგრამ ქვეყნის სათავეში მოქცევის შემდეგ თავისი მაინც გაიტანა. ხრუშჩოვის ბრძანებით 1960 წისთვის მოსკოვის ქარხანაში შექმნილი პროტოტიპის - „მოსკვიჩ-444“-ის სერიული წარმოება უკრაინაში, ზაპოროჟიეს ქარხანა „კომუნარში“დაიწყეს. შესაბამისად, ავტომობილსაც „ზაპოროჟეცი“ უწოდეს. 

„ზაპოროჟეცის“ მოდელი - „ЗАЗ-965“ ლეგენდარული „ფიატ-600“-ის მიბაძვით იყო შექმნილი, თუმცა კი „ორიგინალზე“ ნაკლებად იღბლიანი გამოდგა. ამის მთავარი მიზეზი ძრავის (МеМЗ-965) ჰაერით გაგრილების არასრულყოფილი სისტემა იყო („ფიატ-600“-ზე წყლით გაგრილება იხმარებოდა). ხშირი გადახურების გამო ძრავი 2-3 სამ წელიწადში გამოდიოდა წყობიდან, და მისი რემონტი ავტონაწილების დეფიციტის პირობებში მარტივი არ იყო.
1964 წლისთვის მოდელის გამოშვება შეწყვიტეს, ახალი მოდელი კი ქარხანას შემუშავებული არ ჰქონდა. 1962 – 1969 წლებში გამოდიოდა მოდერნიზირებული ვერსია - ЗАЗ-965А გაძლიერებული ძრავით - МеМЗ-966, 27 ცხ/ძ. (1966 წლიდან - МеМЗ-966А, 30 ცხ/ძ.). მოდელი, ქვეყანაში გამეფებული საყოველთაო ავტოდეფიციტის მიუხედავად, თავის წინამორბედზე კიდევ უფრო არაპოპულარული გამოდგა. მაშინ კონსტრუქტორებმა ჯერ კიდევ 1961 წელს მიხედვით შექმნილი პროტოტიპი გაიხსენეს, რომელიც იქმნებოდა, როგორც Chevrolet Corvair -ის შემცირებული ვერსია (თავად Corvair გაბარიტებით „ვოლგას“ უტოლდებოდა, თუმცა იმდროინდელ ამერიკაში პატარა მაქანად ითვლებოდა).
უნდა ითქვას, რომ Chevrolet Corvair თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად „კოპირებადი“ მანქანა იყო, თუმცა მას არაერთმნიშვნელოვნად აფასებდა თავად აშშ-ს ავტოსაზოგადოება. კერძოდ, ის გახლდათ რალფ ნაიდერის გახმაურებული წიგნის, „სახიფათოა ნებისმიერ სიჩქარეზე“ ერთ-ერთი მთავარი „ანტიგმირი“.

1960 corvair

 ამავე პერიოდში დასვლეთ გერმანულმა ფირმა NSU-მ ასევე გამოუშვა Chevrolet Corvair-ის შემცირებული ანალოგი - Prinz 4. გარეგნულად „ზაპოროჟეცის“ ახალი მოდელი - „ЗАЗ-966“ ზედმიწევნით დაამსგავსეს Prinz 4-ს, რის გამოც ხშირად მის კლონად მოიხსენიებენ, თუმცა სინამდვილეში მათ საერთო „წინაპარი“ ჰყავდათ - Chevrolet Corvair, და კონსტრუქციულად ЗАЗ-966 მას უფრო წააგავდა.

„ЗАЗ-966“ პირველი სერიული ეგზემპლიარები 1966 წელს ჩამოვიდა კონვეირიდან და მათ დასახელებას ასო „В“ ჰქონდა დამატებული, რაც „დროებითს“ (Временный) აღნიშნავდა - მას ჯერ კიდევ ძველი მოდელის ძრავით უშვებდნენ. ახალი ძრავით (МеМЗ-968, 40 – 43 ცხ/ძ.) აღჭურვილი მანქანების მასობრივი წარმოება მხოლოდ 1967 წელს დაიწყო.

zaza966 2

წინა მოდელთან შედარებით, გაცილებით უფრო ფართო გახდა სალონი. ძრავის უკანა განლაგების წყალობით, წინ მჯდარი მგზავრი ფეხებს სრულად გამართავდა. სავარძლების საზურგეები იკეცებოდა, და მანქანაში წამოწოლაც იყო შესაძლებელი.
სამწუხაროდ, ძრავის მოდერნიზაციის მიუხედავად, მისი გაგრილების პრობლემა მაინც ვერ გადაწყდა. ვენტილაციის გასაუმჯობესებლად ახალ მოდელის გვერდებზე სპეციალური ჰაერმიმღებები - „ყურები“ გაუკეთეს. გარეგნულად ეს Prinz 4-გან ყველაზე მნიშვნელოვანი განმანსხვავებელი ნიშანი იყო.

prinz

„შეიძინე „პრინცი“ და თავი მეფედ იგრძენი“ - ასე ჟღერდა Prinz 4-ის რეკლამა. „ზაპოროჟეცების“ მფლობელები კი თავს მეფეებად სულაც არ გრძნობდნენ: ცხელ ამინდში ძრავა იმდენად ხურდებოდა, რომ მძღოლს პერიოდულად მანქანის გაჩერებაც კი უწევდა ხოლმე. ბევრი მძღოლი საკუთარი ძალებით ცდილობდა პრობლემის გადაჭრას - აყენებდნენ თვითნაკეთ თუნუქის ჰაერმიმღებებს, შეჰქონდათ ცვლილებები ძრავის კონსტრუქციაში....

zaza966 3

ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემები სამხრეთ რეგიონებში იქმნებოდა, მათ შორის საქართველოში, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ეს მანქანები დიდი პოპულარობით აქ არ სარგებლობდა.
ძრავის გაგრილების პრობლემა მეტ-ნაკლებად მხოლოდ ერთ-ერთი შემდგომი მოდელისთვის - ЗАЗ-968М გადაწყდა, თანაც მეტად მარტივად. ეს მოდელი ასევეა წარმოდგენილი ჩვენს ავტომუზეუმში, ამიტომ მასზე ცალკე ვისაუბრებთ.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365