Pin It

 

გაზ-63  (ГАЗ-63, GAZ-63 )

g63 01

 

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-63 (ГАЗ-63; GAZ 63)

გამოშვების წლები 1947 - 1968
ძარა 2 კარი, სატვირთო, კაპოტიანი.
 ტიპი

4 × 4, ორი წამყვანი ღერძით

ძრავა

ГАЗ-51, 6 ცილინდრი,

3485 კუბ.სმ, 70 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი.
მაქს. სიჩქარე  65 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 90 - 105 ლ.
საწვავის ხარჯი 25 - 30 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 5525x2200x2245 მმ.
ტვირთამწეობა 2000 კგ.
წონა 3200 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4x4 ბორბლების ფორმულის მქონე სატვირთო მანქანის პროექტირებას გორკის ავტოქარხანა ჯერ კიდევ 1938 წელს შეუდგა, პირველი საცდელი ეგზეპლარები 1939 -1940 წლებში შეიქმნა, თუმცა სერიულად გამოშვება მხოლოდ ომის შემდეგ, 1948 წელს დაიწყეს. მას გაზ-63 (ГАЗ-63) ინდექსი მიანიჭეს.

g63 02

მანქანა ექვსცილინდრიანი ГАЗ-51 ძრავის ბაზაზე იყო აწყობილი, გათვალისწინებული იყო წინა ხიდის გათიშვა. რთულ გზებზე გადაადგილებისას ჰაერის წნევა საბურავებში 0,7 კგ/სმ2 -მდე მცირდებოდა, თუმცა ამისთვის სპეციალური კომპრესორი გათვალისწინებული არ იყო.

g63 03

წნევა საბურავებში ერთ-ერთი სანთლის ნაცვლად ჩახრახნილი მოწყობილობის მეშვეობით რეგულირდებოდა. ძრავა ამ რეჟიმში 5 ცილინდრზე მუშაობდა, მანქანის სიჩქარე 10 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა, ხოლო საბურავების რესურსი მხოლოდ 150 კმ-ს შეადგენდა (ჩვეულებრივი რეჟიმისთვის გარანტირებული 10 ათასის ნაცვლად).

g63 04

50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.

g63 05

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365