Geo Flag2 EN Flag
Pin It

"ბითლსების" პირველი მანქანა

 

"ბიტლსების" (The Beatles) ძვირფასი ავტომობილებით გატაცება საქვეყნოდ არის ცნობილი. ჯგუფის წევრები სხვადასხვა წლებში ფლობდნენ ისეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს, როგორც "როლს როისი", "ფერარი", "ასტონ მარტინი", "ბენტლი".

ამავე დროს იყო ერთი ავტომობილი, რომელიც ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრს ჰყოლია თავის დროზე. ეს ბრიტანული მცირელიტრაჟიანი ავტომობილი "მინი კუპერი" (Mini Cooper) გახლავთ.

თავად "ბიტლსების" მსგავსად, ეს პატარა ავტომობილი ეპოქის სიმბილოდ იქცა. ყველაზე მეტად ოთხეულს "მინიში" ის ხიბლავდა, რომ ის ნაკლებად იქცევდა თაყვანისმცემელთა ყურადღებას. ჯგუფის წევრების ყველა მანქანის ტიუნინგი ჰაროლდ რედფორდის ატელიეს მიერ იყო შესრულებული და ისინი Radford Mini-ის სახელით იყვნენ ცნობილნი.

beatles01

1966 წლის ბოლოს ჯონ ლენონმა (John Lennon) ერთდროულად სამი მანქანა შეიძინა: "როლს როისი", "ფერარი" და "მინი კუპერი". ცოტა ხანში მან ასეთი ხარჯი გაუმართლებლად ჩათვალა, "ფერარი" "მინისთან" ერთად ავტოსალონს მიუბრუნა, მაგრამ ფინანსურმა აგენტმა დააწყნარა - ასეთი ხარჯი მას არ გააკოტრებდა. გახარებულმა ჯონმა ორივე მანქანა უკან გამოიყვანა. ცნობილია ლენონის ფრაზა: "ფერარი იმისთვის გჭირდება, სხვებს რომ უპიპინო, მინი კი საკუთარი სიამოვნებისთვის".

ძნელი სათქმელია, თუ რა სიამოვნებას ღებულობდა თავად ჯონი: მანქანას იგი ისე საშინლად ატარებდა, რომ ვერავის გაეგო, როგორ მოახერხა მან მართვის მოწმობის მიღება.

ცუდ მხედველობასთან ერთად ჯონს დარღვეული ჰქონდა მოძრაობის კოორდინაცია და საერთოდ არ გააჩნდა ორიენტაციის უნარი. ერთ-ერთი მისი მეგობრის თქმით, ჯონი ხშირად საკუთარი სახლისკენ გზის გაკვლევასაც ვერ ახერხებდა. სიჩქარის სწორად გადართვა მან ვერა და ვერ ისწავლა, რის გამოც გადაცემათა კოლოფი ყოველი ათასი კილომეტრის გავლის მერე სერიოზულ რემონტს მოითხოვდა.

beatles05

ლენონის "მინი" შავი ფერის იყო, ბორბლების, ბამპერებისა და სალონის ჩათვლით. რადგანაც ასეში მანქანა ჯგუფის ყველა წევრს ჰყავდა, ჯონმა გადაწყვიტა, რომ მისი "მინი" ყველასგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ტიუნინგი მან ფირმა Wood & Pickett-ს დაუკვეთა. წითლად შეღებილი მანქანის სახურავს თეთრი ვინილი გადააკრეს, რომელიც იმ დროს ნატურალურ ტყავზე ძვირი იყო. სალონში უზარმაზარი ხავერდის სავარძლები დააყენეს, ჭერზე წითელი და ლურჯი განათების წყაროები დაამონტაჟეს. წინ მანქანას კვადრატული ფარები დაუყენეს, უკან - Jaguar-ის ოპტიკა, მინის საწმენდის ძრავა კი რატომღაც Rolls Royce-დან ისესხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონი საჭესთან საკმაოდ იშვიათად ჯდებოდა, მან რამდენიმე ავარიაში მოხვედრა მაინც მოახერხა. ყველაზე სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა 1969 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ჯონი იოკო ონოსთან და ბავშვებთან ერთად ბრიტანეთის გარშემო მოგზაურობდა. ავარიამდე ჯონმა მოასწრო "მინი კუპერის" გადაცემათა კოლოფის წყობიდან გამოყვანა, რის მერეც ვარსკვლავურმა ოჯახმა ლონდონიდან გამოგზავნილი სხვა მანქანით გააგრძელა მოგზაურობა.

სოფლის გზაზე ლენონმა ძლივს აუარა გვერდი შემხვედრ სატვირთო მანქანას, დაბნეულმა ხელები მაღლა აღმართა და მანქანა ღრმა ორმოში გადაეშვა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, ჯონს საავადმყოფოში 17 ნაკერი დაადეს, იოკოს - 14. ამ ინციდენტის შემდეგ ლენონი საჭესთან თითქმის აღარ დამჯდარა, მას ძირითადად პირადი მძღოლი (და ამავე დროს მცველი) დაატარებდა.

პოლ მაკარტნის (Paul McCartney) 1965 წელს გამოშვებული Radford Mini Cooper S ჰყავდა, ეს უფრო ადრეული მოდიფიკაცია იყო ლენონისა და ჰარისონის GT ვერსიასთან შედარებით.

ძარა მწვანე "კალიფორნიული მეტალიკით" იყო შეღებილი Aston Martin-ზე გამოყენებული ტექნოლოგიით. ასევე მანქანაზე Aston Martin -ის უკანა სანათები იყო დაყენებული, ჰქონდა შავი ტყავით გადაკრული სალონი, იმ დროისთვის იშვიათი ჰალოგენის ფარები და დამატებითი ნისლსაწინააღმდეგო სანათები.

beatles03


1967 წლის 7 იანვარს მაკარტნი მიკ ჯაგერთან, კიტ რიჩარდსთან და ბრაიან ჯონსთან ერთად ხარდფორდშირში, ჯაგერის სახლისკენ მიემართებოდა. მათთან ერთად იყო ასევე ლონდონის სამხატვრო გალერეის მფლობელი რობერტ ფრეიზერი, რომლის თანაშემწე, მოჰამედ ჰაჯი მაკარტნის „მინის“ საჭესთან იჯდა, თავად პოლი კი ჯაგერის მანქანაში იმყოფებოდა.

M1 მაგისტრალზე „მინი“ სერიოზულ ავარიაში მოყვა. მოჰამედ ჰაჯი გადარჩა, მაგრამ მანქანა ნამსხვრევებად იყო ქცეული. თავისი ტიუნინგის მიხედვით პოლის მანქანა ადვილად იყო საცნობი. სწორედ აქედან ჩაისახა ლეგენდა მაკარტნის დაღუპვის შესახებ, რომელიც დღემდე დაიარება მთელ მსოფლიოში.

ამ ყველაფერთან ერთად 1965 წლის 25 დეკემბერს, შობის ზეიმობისას პოლი მოპედიდან ჩამოვარდა და კბილი მოიმტვრია. ამ დეფექტის დასაფარად მუსიკოსმა ულვაშები მოიზარდა, რამაც საფუძველი მისცა მრავალრიცხოვან ჭორს მისი ორეულით ჩანაცვლების შესახებ.

beatles04

შემდგომში მაკარტნის "მინიმ" რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ის არაერთხელ გადაღებეს და განაახლეს. 1996 წელს ეს მანქანა აუქციონზე შეიძინა "ბითლზების" ერთმა თაყვანისმცემელმა, რომელმაც მაკარტნისეული ტიუნინგი აღადგინა. ამჟამად პოლ მაკარტნის "მინი" ფლორიდაში, სარასოტას კლასიკური ავტომობილების მუზეუმშია დაცული.

beatles02

"ბიტლსებს" შორის ავტომობილებში ყველაზე მეტად ჯორჯ ჰარისონი (George Harrison) იყო გარკვეული, მას საათობით შეეძლო ესაუბრა ამა თუ იმ მანქანის ღირსება-ნაკლოვანებაზე. ჯორჯი სერიოზულად იყო გატაცებული ფორმულა 1-ის რბოლით, ის მეტად ამაყობდა პილოტებთან - ჯეკ ბრებემთან და ჯეკი სტიურტთან ნაცნობობით. ამასთან ერთად, თავისი ცხოვრების დეტალებში ჰარისონი არავის ახედებდა, რის გამოც ყველა მისი ავტომობილის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

ჰარისონის პირველი ავტომობილი ასევე Radford Mini Cooper იყო, რომელიც მან 1965 წელს შეიძინა. 1967 წელს მან შავი "მეტალიკის" ძარა ფსიქოდელურ ფერებში გადაღება. მისი მანქანა მონაწილეობდა "ბითლზების" ფილმის, Magical Mystery Tour -ის გადაღებაში, რის მერეც ის ჯორჯის ახლო მეგობარმა - ლეგენდარულმა გიტარისტმა ერიკ კლეპტონმა შეიძინა.

ამბობენ, რომ როდესაც კლეპტონი 1979 წელს ჰარისონის ყოფილ ცოლზე, პატი ბოიდზე დაქორწინდა, მან მანქანა კვლავ ჯორჯს მოუბრუნა.

beatles06

რინგო სტარი (Ringo Starr) ყველაზე წყნარ და სერიოზულ "ბიტლსად" ითვლევოდა, მაგრამ ისიც კი ორი წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე დაქროდა ლონდონის ქუჩებში. ხშირად ის მანქანას ლენონისგან თხოულობდა. მართვის მოწმობის მიღების შემდეგ რინგომ პირველ რიგში შეიძინა "მინი კუპერი" ჯგუფის მენეჯერისგან - ბრაიან ეპშტეინისგან.

ჰარისონისგან განსხვავებით, რინგოს მანქანა არ მოუხატია და მას ორიგინალური მუქი ბორდოს ფერი შეუნარჩუნა, მაგრამ მოხსნა უკანა დასაჯდომი, რათა სალონში თავისი დასარტყამი ინსტრუმენტები ჩაელაგებინა.

beatles08


ახლახანს. 2017 წელს რინგოს "მინი" ლონდონის აუქციონზე Bonhams გაიყიდა 102 ათას გირვანქა სტერლინგად. ამავე აუქციონზე გაიყიდა ასევე პოლ მაკარტნის 1964 წლის Aston Martin DB5 (1 345 000 გირვანქა სტერლინგად) და ელვის პრესლის 1960 წლის Bentley S2 Continental Flying Spur (180 700 გირვანქა სტერლინგად).

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365