Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"მფრინავი ვოლგა"


გასული საუკუნის 50-იან წლებში საჰაერო ბალიშზე მოძრავი ავტომობილის შექმნას რამდენიმე ქვეყნის კონსტრუქტორები ცდილობდნენ. ასეთ მანქანაზე მუშაობა საბჭოთა კავშირშიც მიმდინარეობდა. გზაზე მას ჩვეულებრივი ავტომობილივით უნდა ემოძრავა, გაუვალი ადგილები კი საჰაერო ბალიშის მეშვეობით გადაელახა.


მოქმედი პროტოტიპი 1962 წელს შეიქმნა, მასზე გორკის ქარხნის კონსტრუქტორები საავიაციო ქარხნების სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ. მანქანას ინდექსი ГАЗ-16 მიანიჭეს, არაოფიციალურად კი "მფრინავ ვოლგას" ეძახდნენ. მანქანის გაბარიტები 7,5 х 3,6 х 1,7 მეტრს შედგენდა, წონა - 2125 კგ-ს.

FlyingVolga01

მანქანა უკანა წამყვანი თვლების მქონე შასიზე იყო აწყობილი. როგორც სავალი ნაწილი, ასევე საჰაერო ბალიში მოქმედებაში "ჩაიკის" ძრავას (V8, 195 ცხ. ძ.) მოჰყავდა, მაგრამ ასეთი სქემა არაეფექტური გამოდგა.

მეორე პროტოტიპზე ГАЗ-16А დაამატეს ორი მოტოციკლის ძრავაზე მომუშავე პროპელერი, ხოლო მესამეზე (ГАЗ-16Б) - ვერტმფრენ МИ-2-ის 350 ცხ. ძ. ტურბინიანი ძრავი დააყენეს.

FlyingVolga02

"მფრინავი" ვოლგის ქუჩებში გამოჩენა საყოველთაო აჟიოტაჟს იწვევდა, თუმცა გამოცდების შედეგები არასახარბიელო აღმოჩნდა. ავტომობილი ძალიან ცუდად იმართებოდა სწორ გზაზეც კი, არ შეეძლო მეტ-ნაკლებად დიდი უსწორმასწორებებისა და აღმართების გადალახვა - რისთვისაც ის თავიდანვე იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, მანქანა დაბალი ტვირთამწეობითა და საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩეოდა.

FlyingVolga03

პროტოტიპების შემდგომ ბედზე არაფერია ცნობილი. დღეს მათგან მხოლოდ ძარის ფრაგმენტიღაა შემორჩენილი, რომელის გორკის ავტოქარხნის მუზეუმში ინახება.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365