Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ავტომანქანების ინდექსების შესახებ

ალბათ, ბევრს გასჩენია კითხვა, თუ რა პრინციპით ანიჭებდნენ საბჭოთა პერიოდის ავტომანქანებს ისეთ დასახელებებს, როგორც გაზ-24, ზილ-130, ზაზ-965 და ა.შ.

ind01

1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ ავტომანქანათა სამოდელო რიგის მნიშვნელოვანი გაფართოება იგეგმებოდა. ავტოტრასპორტის კლასიფიკაციისთვის სტანდარტული სისტემა იყო შემოღებული. ავტომანქანის დასახელება უნდა შედგენილიყო მწარმოებელი ქარხნის შემოკლებული სახელისგან და მოდელის ნომრისგან, რისთვისაც ყოველ ქარხანას თავისი რიცხობრივი დიაპაზონი გამოეყო: გორკის ავტოქარხანას ("გაზ") მიაკუთვნეს რიცხვები 1-დან 99-მდე, მოსკოვის ავტოქარხანას ("ზის", შემდგომში "ზილ") – 100-დან 200-მდე და ა. შ.

იყო გამონაკლისებიც: მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების პირველ მოდელებს („მოსკვიჩ-408“-მდე) ორმაგ ინდექსს ანიჭებდნენ: პირველი ნაწილი ძრავის მოდელს აღნიშნავდა, მეორე კი ძარისას. მაგალითად, ქარხნის მიერ გამოშვებული პირველი მოდელის ოფიციალური დასახელებაა „მოსკვიჩ-400-420“, თუმცა მას ყველა როგორც „მოსკვიჩ-400“ იცნობს.

ind02

1966 წლიდან შემოღებული იყო ინდექსების ახალი სტანდარტი, ოთხი ან მეტი ციფრის გამოყენებით. პირველი ციფრი სატრანსპორტო საშუალების კლასს ასახავდა: მსუბუქი მანქანებისთვის - ძრავის მოცულობის მიხედვით, სატვირთოსთვის - სრული მასის მიხედვით, ავტობუსებისთვის - ძარის სიგრძის მიხედვით. მაგალითად, პირველ კლასს მიეკუთვნებოდა „ოკა“ ВАЗ-1111 და „ტავრია“ ЗАЗ-1102, მეორე კლასს - „ჟიგულების“ და „მოსკვიჩების“ უმეტესობა, მესამეს - „ვოლგები“, მეოთხეს - სამთავრობო ლიმუზინები.

ind03

მეორე ციფრი მანქანის ტიპს აღნიშნავდა, მაგალითად, 1 - მსუბუქ ავტომობილს, 2 - ავტობუსს, 3 - სატვირთო ავტომობილს, 4 - საწევარს, 5 - თვითსაცლელს, 6 – ცისტერნას, 7 - ფურგონს, 8 და 9 - სპეციალურ ავტოტრასპორტს.

ind04

მესამე და მეოთხე ციფრი მოდელის რიგით ნომერს აღნიშნავდა, დანარჩენი ციფრები აუცილებელი არ იყო, ისინი მოდიფიკაციას, შესრულების ვარიანტს ან კომლექტაციას ასახავდნენ. მაგალითად, „ვოლგის“ ერთ-ერთი მოდელი ГАЗ-31105-551 ინდექსს ატარებდა, რის გამოც ანეკდოტიც კი დაიბადა: რა არის ეს - ფასი თუ ტელეფონის ნომერი?

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365