Geo Flag2 EN Flag
Pin It

 მოსკვიჩი 408 (Москвич 408; Moskvich 408)

 

m408 01

 

 მწარმოებელი მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა (МЗМА), 1968 წლიდან - АЗЛК
 მოდელი მოსკვიჩი-408 (Москвич-408; Moskvich-408)
 გამოშვების წლები 1964 - 1976
 ძარა სედანი, 4 კარი, 5 ადგილი
 ტიპი 4 × 2, უკანა წამყვანღერძიანი
 ძრავა М-408, 1360 კუბ.სმ, 50 ცხ.ძ. (60 ცხ.ძ. საექსპორტო)
 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 4 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 120 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 46 ლ.
 საწვავის ხარჯი 6,5 ლ. / 100 კმ.
 გაბარიტები 4090x1550x1480 მმ.
 ტვირთამწეობა 430 კგ.
 წონა 900 კგ.

 

 ჩვენს მუზეუმში დაცული «Москвич-408» (მოსკვიჩ-408)-ის ოთხფარიანი ვარიანტი მეტწილად საექსპორტოდ იყო განკუთვნილი, შიდა ბაზარზე მისი შოვნა ადვილი არ იყო, რის გამოც ეს მოდელი დღეს დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

 

m408 02

 

408-ე მოდელზე მუშაობა ქარხანამ 1959 წელს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ერთადერთი „სახალხო“ ავტომობილის - „მოსკვიჩ-407“ დიზაინი უკვე გვარიანად იყო მოძველებული, თუმცა მანქანა ჯერ კიდევ წარმატებით ექსპორტირდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. ამის წყალობით მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანამ ნოვატორული მოდელის დანერგვაზე კარტ-ბლანში მიღო.

საერთო ჯამში ახალი ავტომობილი იმდროინდელ მსოფლიო ტენდენციებს შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის გაბარიტები უმნიშვნელოდ გაიზარდა და სიმაღლე შემცირდა კიდეც, ვიზუალურად „მოსკვიჩ-408“-ს უფრო დიდი და სოლიდური შესახედაობა ჰქონდა, ის უფრო მაღალი კლასის მანქანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა.
სალონი გაცილებით უფრო ფართო და კომფორტაბელური გახდა, თუმცა უკანა დივანზე სამი ადამიანი მაინც გაჭირვებით ეტეოდა, თანაც ბორბლების თაღები სალონში იყო შემოჭრილი - ეს სენი „მოსკვიჩის“ შემდგომ მოდელებსაც სჭირდა.

m408 03

 

სახელმწიფო კომისიას „მოსკვიჩ-408“ 1961 წელს ჩააბარეს, წარმოებაში მისი დანერგვა 1962 წლიდან დაიწყო და სამ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 407-ე მოდელის ძარა ახალ შასიზე დააყენეს, მეორე ეტაპზე კი ამას ახალი ძრავაც დაემატა. გარდამავალი მოდელი „მოსკვიჩ-403“-ის სახელით გამოდიოდა, ის ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ავტომუზეუმში.
მესამე ეტაპზე კონვეირიდან უკვე სრულიად ახალი „მოსკვიჩ-408“ ჩამოვიდა. ეს 1964 წლის 1 აგვისტოს მოხდა, თუმცა გარდამავალ მოდელს ქარხანა 1965 წლის ივლისამდე უშვებდა.
50 ცხ. ძ. ძრავა ვერ უზრუნველყოფდა მანქანის საკმარის დინამიკას, ამიტომ საექსპორტო მოდელებზე გაძლიერბულ - 60 ცხ. ძ. ძრავას აყენებდნენ. ასევე იმპორტიორების მოთხოვნების გამო შემცირდა ბორბლების დიამეტრი, ისინი 15-ის მაგივრად 13 დიუმიანი გახადეს.
მოსკოვის ქარხნის გარდა, „მოსკვიჩ-408“-ის გამოშვება ასევე იჟევსკში აითვისეს, აწყობდნენ მას ბულგარეთშიც, Рила 1400 მარკით. ბელგიაში „მოსკვიჩებს“ ერთობლივი ფირმა, Scaldia-Volga აწყობდა და დასავლეთ ევროპაში ხშირად თავისი მარკით ყიდდა. ამ ფირმის მიერ აწყობილი მანქანების ნაწილი დასავლეთევროპული დიზელის ძრავებით კომპლექტდებოდა. გამოდიოდა მარჯვენა საჭიანი ვერსიებიც, დიდი ბრიტანეთისა და სხვა "მემარცხენე" ქვეყნებისთვის.
1967 წლამდე „მოსკვიჩ-408“ მოსკოვის ქარხნის ძირითადი მოდელი იყო. მისი გამოშვება არ შეუწყვეტიათ ახალი, 412-ე მოდელის ათვისების შემდეგაც - პარალელურად 1975 წლამდე უშვებდნენ, შესაბამისი ძრავის უქონლობის გამო ზოგიერთი მანქანა უფრო ძლიერი, 412 მოდელის ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა დოკუმენტაციაში 408 მოდელად იყო მოხსენებული.

 

m408 04


1969 წელს განხორციელდა მანქანის რესტაილინგი, მას ახალი რადიატორის გისოსი და აღმოსავლეთ გერმანიიდან იმპორტირებული ექვსკუთხა ფარები დაუყენეს. უკანა განათების ხელსაწყოები მეტწილად ჰოტიზონრალურად განალაგეს, რის გამოც იმ დროისთვის ანაქრონიზმად ქცეული „ფარფლები“ ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველი გახდა.
„მოსკვიჩ-408“ საბჭოთა ავტომობილებიდან პირველი აღიჭურვა პასიური დაცვის სისტემით და პირველმა გაიარა კრაშ-ტესტი.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365