Geo Flag2 EN Flag
Pin It

გაზ-69 (ГАЗ-69; GAZ-69)

g69 1

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-69 (ГАЗ-69; GAZ-69)

გამოშვების წლები 1952 - 1972
ძარა 2 (4) კარი, 5 (8) ადგილი
 ტიპი

4 × 4, ორი წამყვანი ღერძი

ძრავა

ГАЗ-69, 4 ცილინდრი,

2120 კუბ.სმ, 55 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი.
მაქს. სიჩქარე  90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 40+17 ლ.
საწვავის ხარჯი  14 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3850x1750x2030 (ГАЗ-69А -1920 მმ)
ტვირთამწეობა 650 (425) კგ.
წონა 1525 (1535) კგ.

 

გორკის ავტოქარხანაში გაზ-69-ის პროექტირებას 1946 წლიდან შეუდგნენ, გ. ვასერმანის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად საცდელ ნიმუშებს, რომლებიც 1948 წლისთვის დაამზადეს, „ტრუჟენიკი“ (მშრომელი) დაარქვეს. პირველი სერიული ეგზემპლიარი 1953 წლის 25 აგვისტოს ჩამოვიდა კონვეირიდან. ქარხანა თავიდანვე მანქანის ორ მოდიფიკაციას უშვებდა: 8 ადგილიან „სამხედრო“ გაზ-69-ს ორი კარით და „სასოფლო-სამეურნეო“ 5 ადგილიან, ოთხკარიან გაზ-69ა-ს, შედარებით კომფორტული დასაჯდომით.

გორკის ქარხანაში ამ ავტომობილს მხოლოდ 1956 წლამდე აწყობდნენ, 1954 წლის დეკემბრიდან კი პარალელურად წარმოება ულიანოვსკის ავტოქარხანაში დაიწყეს, რის გამოც მას ზოგჯერ უაზ-69-საც უწოდებენ. მანქანის წარმოება 1972 წლამდე გაგრძელდა. სულ ამ მოდელის 600 000 ავტომობილი გამოუშვეს. გარდა ამისა, მანქანის ტექნიკური დოკუმენტაცია ჩრდილო კორეას და რუმინეთს გადაეცა, სადაც მას 1975 წლამდე აწყობდნენ.

g69 2

დეტალების დიდი ნაწილი „გაზის“ სხვა მოდელებიდან იყო „ნასესხები“: „პობედიდან“ - ძრავის სისტემა ტრანსმისიით, მუხრუჭები, ანთების სისტემა, ღუმელი, ხოლო გაზ-51-დან - ხელსაწყოები, ხელის მუხრუჭი და ფარები. თავისი წინამორბედისგან, გაზ-67ბ-გან მოდელმა წამყვანი ხიდები და საბურავები მიიღო. ამავე დროს იყო ბევრი ორიგინალური გადაწყვეტაც, როგორც უკანა ხიდის დაუბლოკავი დიფერენციალი, ტრანსმისია პირდაპირი გადაცემის გარეშე, ბორბლების დამოკიდებული რესორული დაკიდება და სხვა.

თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ახალი მანქანა ძლიერ, ეკონომიურ და სანდო ძრავას საჭიროებდა, რომელიც ძველი გაზ-მ20-ის ბაზაზე შექმნეს. მოდერნიზაციის შედეგად ძრავის სიმძლავრე 55 ცხ. ძ-მდე გაიზარდა. ძრავის გადახურებისგან დასაცავად დააყენეს ვენტილატორი და ზეთის რადიატორი. წინა მოდელთან, გაზ-67-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა საწვავის ხარჯი. მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ს აღწევდა.

მანქანას ღია ძარა ჰქონდა, რომელზეც ბრეზენტის ტენტი იყო გადაჭიმული. კარების ზედა ნაწილზე სპეციალური ბრეზენტის ზესადებები მაგრდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური დაკვეთებით მზადდებოდა ასევე მანქანები ლითონის ხისტი სახურავით. გამოდიოდა ცალკეული მოდიფიკაციები სამხედრო უწყებისთვისაც, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარით აღჭურვილი.

g69 3

სოფლადმომუშავემანქანებს მოსახლეობა ,,კოლხოზნიკს'' ეძახდა. ასეთ მანანებს მხოლოდ ერთი უკანა დასაჯდომი ჰქონდა, ტევადი საბარგული, ასევე არ გააჩნდა დამატებითი 17 ლიტრიანი საწვავის ავზი.

როგორც წესი, ,,კოლხოზნიკებს'' უკიდურესად მძიმე რეჟიმში უწევდნენ ექსპლუატაციას, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ წლებში მათ საბრძოლო მანქანებად იყენებდნენ პრაქტიკულად ყველა ცხელ წერტილში. ასე იყო აფხაზეთის, ოსეთის კონფლიქტების დროსაც,ამიტომაც საქართველოში გაზ-69-ს ამჟამად იშვიათად შეხვდებით.

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365