რეზო ჭეიშვილი

მუზეუმის დირექტორი

+995 599 54 56 28;

rezocheishvili@gmail.com

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ შესახებ

თბილისის ავტომუზეუმი კერძო კოლექციონერის, ბიზნესმენის  პირადი კოლექციის ბაზაზე შეიქმნა. ის ამ კოლექციას 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მისი საჯაროდ გამოფენა. კოლექცია, რა თქმა უნდა, კვლავაც გაიზრდება. თბილისის ავტომუზეუმში, ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირში, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოშვებული 25 რარიტეტული ავტომობილი იწონებს თავს.

რატომ საბჭოთა მანქანები?

იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საბჭოთა იმპერიის კლანჭებში მოქცეულ მთელს საბჭოეთს არც უფლება ჰქონდა და არც საშუალება, დანარჩენი მსოფლიოს ავტოშედევრებით ესარგებლა. ცუდია ეს თუ კარგი, სხვა საკითხია, ფაქტი კი ასეთი გახლავთ და ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენი მამების და ბაბუების, იმათი მამების და ბაბუების ისტორია, იმ დროის სუნთქვა რომლიდანაც თუკი რაიმე კარგი დარჩა გასახსენებლად, აი ეს, ჩვენი ავტომუზეუმის ფარეხში დაბინავებული რარიტეტული ავტომანქანებიც გახლავთ.

მუზეუმის მისია

თბილისის ავტომუზეუმს განსაკუთრებული მისია დაეკისრა, ის პირველია არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებშიც. ეს ფაქტი სიამაყის უფლებასაც გვაძლევს და მოტივაციასაც, მოვიზიდოთ რარიტეტული ავტომანქანების მოყვარულები საქართველოს ფარგლებს გარედანაც. პირველობა სიახლეებისკენაც გვიბიძგებს. ჩვენი მიზანია არამარტო გავუფრთხილდეთ და გავაფართოვოთ მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილი, არამედ ჩვენი, ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ყველა რეტრო მანქანის მოყვარულს უშურველად გავუზიაროთ.