Pin It

 გაზ-4 (ГАЗ-4; GAZ-4)

Gaz4MUZ. 800jpg

 

 მოდელი  გაზ-4 (ГАЗ-4; GAZ-4)
 გამოშვების წლები  1933 - 1937
 ტიპი პიკაპი, 4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი
ძრავა  ГАЗ-А, 3285 კუბ.სმ, 40 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  113 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 40 ლ.
საწვავის ხარჯი  12 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 4080x1710x1825 მმ.
ტვირთამწეობა 500 კგ.
წონა 1080 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1929 წელს ავტოკონცერნ Ford Motor Company-ს და საბჭოთა მთავრობას შორის ხელშეკრულება დაიდო საბჭოთა კავშირში ავტომანქანების წარმოების შესახებ. სწორედ ამ ხელშეკრულებიდან იღებს სათავეს საბჭოთა კავშირში მანქანების მასობრივი წარმოება. ფორდის ხელშეწყობით შენდება ქარხნები მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდში და უკვე 1930 წლის ბოლოს მოსკოვის ქახანაში, რომელსაც КИМ (შემდგომში - МЗМА და АЗЛК) დაერქვა, დაიწყეს Ford A-ს აწყობა გამზადებული ამერიკული კომლექტებიდან.
1932 წელს ამუშავდა ნიჟნი ნოვგოროდთან აშენებული ავტოქარხანა, რომელმაც Ford A -ს და Ford AA -ს საკუთარი მოდიფიკაციების წარმოება დაიწყო. საკუთრივ, კონსტრუქციაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ძირითადად ის ადგილობრივი პირობებისთვის და საწვავისთვის იყო ადაპტირებული.
თავდაპირველად ქარხანას НАЗ (ნიჟეგოროდის ავტოქარხანა) დაერქვა, ამავე სახელით გამოდიოდა პირველი მანქანებიც.
1932 წელს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდს გორკი დაერქვა, მწერალ მაქსიმ გორკის შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავთან დაკავშირებით. შესაბამისად საწარმოსაც გორკის ავტოქარხანა ეწოდა და ამ სახელს იგი დღემდე ატარებს.
პირველ "საბჭოთა ფორდებსაც", შესაბამისად უწოდეს ГАЗ-А (გაზ-ა) და ГАЗ-АА (გაზ-აა, მეტსახელად "პოლუტორკა").


სწორედ სატვირთო მანქანის, Газ-АА -ს კაბინისა და მსუბუქი Газ-А -ს შასის ბაზაზე გორკის ქარხანა 1933 წელს პირველი საბჭოთა პიკაპის, ГАЗ-4 -ის გამოშვებას შეუდგა. ძარა "ფორდის" პოპულარული პიკაპის, model A Deluxe Pickup 66-A - ის ბაზაზე შეიქმნა, თუმცა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. კორპუსი კარკასზე აკრული ლითონის ფურცლებისგან იყო აწყობილი, კარკასის დიდი ნაწილი ხისგან მზადდებოდა. სატვირთო პლატფორმა ძარასთან იყო გაერთიანებული, რის გამოც უსწორმასწორო გზებზე სიარულისას ის დეფორმირდებოდა და მთელი ძარის მორყევას იწვევდა. ამის გამო უფრო გვიანდელი გამოშვების მანქანებში სატვირთო პლატფორმა კაბინისგან განაცალკევეს. პლატფორმაზე ტვირთის დასადებად და დასასხდომად უკანა ბორტი ანჯამებზე იყო დამაგრებული, მაგრამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ ფიქსირდებოდა. არადა "ფორდის" ორიგინალური ვერსიებში ეს თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი უკანა ბორტს მოსახერხებელ ტვირთის დასადებ "საფეხურად" აქცევდა.


მანაქანას 500 კგ ტვირთის, ან 6 ადამიანის ტრანსპორტირება შეეძლო, რისთვისაც სპეციალური სახელურები და ასაკეცი სკამები იყო გათვალისწინებული. 3,3 ლ. მოცულობის 42 ცხ. ძ. ძრავი მანქანას 90 კმ/სთ-დე სიჩქარეს ანვითარებინებდა, რაც იმ დროისთვის კარგი მაჩვენებელი იყო (შედარებისთვის, მსუბუქი Ford-A -ს მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ს შედგენდა). მუხრუჭები მექანიკური იყო და პედალზე ძლიერ დაწოლას მოითხოვდნენ, თუმცა მანქანის მცირე (1080 კგ.) წონის გამო ეფექტურად მოქმედებდნენ.

 


ГАЗ-4 -ის სერიული წარმოება გორკის ქარხანამ 1933 წლის დასაწყისში დაიწყო. თავდაპირველად პიკაპის გარდა ГАЗ-А -ს კიდევ ორი მოდიფიკაციის გამოშვება იყო დაგეგმილი: სედანის და სანიტარული ავტომობილის, მაგრამ სერიულ წარმოებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა. პიკაპ ГАЗ-4 -ს ქარხანა 1937 წლამდე აწარმოებდა.
გამოშვებული მანქანების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა წყაროებს განსხვავებული რიცხვები მოჰყავთ. მაგალითად, დ. დაშკოს წიგნში, "Советские грузовики 1919-1945" მოყვანილია რიცხვი 5265, ხოლო სხვა ავტორიტეტულ წყაროებში - 10648. ნებისმიერ შემთხვევაში, "არასტანდარტული" მანქანის კვალობაზე იმ დროისთვის ეს მაინც დიდი რიცხვია.
ასეთი პოპულარობა პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ ამ პიკაპით შეიარაღებული ძალები დაინტერესდნენ - მანქანათა უდიდესი ნაწილი სწორედ მათ მიეწოდებოდათ. ГАЗ-4 ძირითადად სადაზვერვო მანქანად იხმარებოდა, მისი სატვირთო პლატფორმა 6 მებრძოლს იტევდა. მანქანებზე ასევე "მაქსიმის" ტიპის ტყვიამფრქვევებსა და გადასატან რადიოსადგურებს აყენებდნენ.


სამოქალაქო სექტორში, სოფლის მეურნეობის გარდა ГАЗ-4 -ს აქტიურად იყენებდნენ საფოსტო დ საინკასატორო სამსახურები, მათ ბაზაზე მოძრავი კინოსაპროექციო დანადგარებიც იქმნებოდა.


სამამულო ომის დაწყებისთანავე თითქმის ყველა პიკაპი ფრონტზე იყო გადაგზავნილი, და მათი დიდი უმრავლესობა იქიდან არც დაბრუნებულა. არანაკლებ სახარბიელო ბედი ეწიათ ზურგში დარჩენილ მანქანებსაც - მათ ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჯართში ჩაბარება ელოდათ, კერძო ხელში სატვირთო ავტომობილების გადაცემაც იკრძალებოდა, ჩამოწერილისაც კი.


დღეს მსოფლიოში სულ ხუთამდე ასეთი მანქანაა შემორჩენილი, და ერთ-ერთი მათგანის ნახვა დღეს უკვე ჩვენს მუზეუმში შეგიძლიათ.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365