Pin It

 წინა ხაზის ტრანსპორტიორი, ლუაზ-967 (ЛуАЗ-967, LuAz-967)

 

 luaz967 1

 

მწარმოებელი ლუცკის ავტოქარხანა (ЛуАЗ), უკრაინა
 მოდელი

ლუაზ-967 (ЛуАЗ-967, LuAz-967)

გამოშვების წლები 1965 - 1989
ძარა

3 კარი, ფაეტონი, 3 ადგილი.

 ტიპი

4 × 4, ორი წამყვანი ღერძით, ყველგანმავალი-ამფიბია

ძრავა

МеМЗ-967, 4 ცილ. 887 კუბ.სმ, 27 ცხ.ძ.

МеМЗ-967а, 4 ცილ. 1197კუბ.სმ, 3ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე 75 კმ./სთ. ხმელეთზე, 3 კმ/სთ. წყალში
ავზის მოცულობა 34 ლ.
საწვავის ხარჯი 10 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3682x1712x1580 მმ.
ტვირთამწეობა 400 კგ.
წონა 950 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინა ხაზის ტრანსპორტიორი, იგივე ლუაზ-967 (ЛуАЗ-967) სამოქალაქო კლასიფიკაციით სერიულად 1965 წლიდან 1989 წლამდე იწარმოებოდა. ეს იყო მცირე ტვირთმზიდობის  ავტომობილი-ამფიბია ოთხივე წამყვანი ბორბლით. მისი ძირითადი დანიშნულება ჭურვების მოზიდვა, დაჭრილების ევაკუაცია, დაზვერვა, მსუბუქი ტექნიკის ბუქსირება იყო.

კორეის ომის (1949 – 1953) შემდეგ ნათელი გახდა, რომ არსებული მანქანები ზოგიერთი სპეციფიური ამოცანის შესასრულებლად გამ ოუსადეგარია. შეიქმნა რამდენიმე ექსპერიმენტალური მანქანა, რომლებიც თავდაპირველად მოტოციკლის ძრავზე მუშაობდნენ. მათ ბაზაზე 1965 წელს ზაპოროჟიეს ავტოქარხანაში დამზადდა ტრანსპორტიორის პროტოტიპი ЗАЗ-967, რომელიც მოდერნიზაციის შემდეგ წარმოებისთვის ლუცკის ავტოქარხანას გადასცეს, სადაც უკვე მას ЛуАЗ-967 -ის სახელით უშვებდნენ 1988 წლამდე (1975 წლიდან - ЛуАЗ-967М მოდიფიკაციას).  1975 წელს გაერთიენება „ავტოზაზის“ შექმნის შემდეგ, რომელსაც ლუცკის ქარხანაც მიუერთდა, მცირე რაოდენობით გამოშვებულ იქნა ტრანსპორტიორის სამოქალაქო ვერსიაც ЗАЗ-967М ინდექსით.

luaz967 2

ЛуАЗ-967 ძირითადად საჰაერო-სადესანტო ქვეგანაყოფებს მიეწოდებოდა, და თავისი შეუხედავი გარეგნობის მიუხედავად, მართლაც უნიკალური საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდა: შესაძლებელი იყო მისი დესანტირება ჰაერიდან, მცირე სიმაღლის (70 სმ) გამო ის ნაკლებად იყო შესამჩნევი მოწინააღმდეგისთვი.  მძღოლს მისი მართვა მწოლიარესაც კი შეეძლო. წინ განთავსებული საბაგირო მექანიზმი ცეცხლის ხაზიდან დაჭრილთა გამოსაყვანად იყო განკუთვნილი (და არა მანქანის ორმოდან ამოსათრევად, როგორც ხშირად ჰგონიათ).

luaz967 4

ტრანსპორტიორი „ზაპოროჟეცის“ ძრავის მოდიფიკაციებით: МеМЗ-967 (27 ცხ. ძ.) ან МеМЗ-967А (37 ცხ. ძ.) იყო აღჭურვილი, სწორ გზაზე ის 75 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა, წყალში - 3 კმ/სთ.

luaz967 3

ЛуАЗ-967 გასაიდუმლოებული ტექნიკის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მისი არსებობის შესახებ ბევრმა სამხედრო პროფესიონალმაც არ იცოდა. მას მცირე რაოდენობით უშვებდნენ, და დღეს ის დიდ რარიტეტად ითვლება.

უნდა ითქვას, რომ ერთგვარი გარეგნული მსგავსების გამო ЛуАЗ-967 ხშირად სხვა ყველგანმავალში - ЛуАЗ-969 -ში ერევათ ხოლმე, რომელიც არ იყო ამფიბია და საყოველთაო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ეს მოდელი ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მუზეუმში.

luaz967 3b

 

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365