• 6M7A8705patara.jpg
  • slider1.jpg
  • slider2.jpg

მოსკვიჩი - 403 (Москвич 403; Moskvich 403)

 

 

ჩვენ ავტომუზეუმში დაცული „მოსკვიჩ - 403“ დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ საბჭოთა ავტომობილად ითვლება.
სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა ახალი მოდელის გამოშვებაზე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადიოდა ხოლმე. ხშირად სხვადასხვა დროს გამოშვებული ერთი სერიის მანქანებიც კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამიტომაც „მოსკვიჩის“ შეძენა იმხანად თავისებური ლატარიის სახეს იღებდა.
1963 წლისთვის კონსტრუქტორები უკვე მესამე თაობის, 408-ე მოდელზე მუშაობდნენ, თუმცა მისი გამოშვებისთვის ქარხანა ჯერ კიდევ მზად არ იყო. ამიტომაც გადაწყდა გარდამავალი მოდელის გამოშვება, პერსპექტიული ავტომობილის ცალკეული კვანძების გამოყენებით. რადგანაც ინდექსი 408 უკვე დარეზერვებული იყო, მოდელს ინდექსი 403 მიენიჭა, რაც 407-ის შემდეგ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა.

 


გარეგნულად „მოსკვიჩ-403“ თავისი წინამორბედის - 407-ის ბოლო მოდიფიკაციისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. პროექტირების პროცესში მყოფი ახალი ავტომობილისგან „მოსკვიჩ-403“-მა წინა სავალი ნაწილი, საჭის მექანიზმი, მუხრუჭები და ზოგიერთი სხვა კვანძი მიიღო. თავდაპირველად „მოსკვიჩ-403“-ზე წინა მოდელის უმნიშვნელოდ მოდიფიცირებულ ძრავი - 407Д დააყენეს, 1964 წლიდან კი ის „მოსკვიჩ-408“-თვის განკუთვნილმა ძრავმა - 407Д1 -მა შეცვალა. მართალია, სიმძლავრემ უმნიშვნელოდ მოიმატა, (45 -დან 50 ცხ. ძალამდე), სამაგიეროდ გაიზარდა ძრავის საიმედოობა და რესურსი.
„მოსკვიჩ-403“-ის წარმოება რაღაც პერიოდი როგორც წინა, ასევე შემდგომი - 408 მოდელის პარალელურად მიმდინარეობდა - 1962 წლის დეკემბრიდან 1965 წლის ივლისამდე. სულ 105 726 ეგზემპლიარი იყო გამოშვებული, საიდანაც თითქმის ნახევარი საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. ამის გამო დღეს „მოსკვიჩის“ ეს მოდელი იშვიათად გვხვდება.

 

 

 

მოსკვიჩი - 407 (Москвич 407; Moskvich 407)

 

 

ჩვენი ავტომუზეუმის ახალი ექსპონატი - მოსკვიჩ-407 (Москвич-407, Moskvitch-407)

1956 წლის აპრილში მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანა ახალი მოდელის, "მოსკვიჩ-402" -ის გამოშვებას შეუდგა. თავისი წინამორბედისგან (მოსკვიჩ-400/401) განსხვავებით ეს უკვე აღარ იყო ერთი კონკრეტული უცხოური მანქანის ასლი.

მისი ძარა, რომელიც გორკის ქარხნის სპეციალისტების დახმარებით იყო შექმნილი, გაცილებით უფრო ფართო და კომფორტული იყო. სალონში გაჩნდა რადიომიმღები, ღუმელი, წინა მინის გამათბობელი. ამასთან ერთად, ახალ მოდელზე კვლავაც ძველ, ომამდელი კონსტრუქციის ქვედასარქველიან 1,2 ლ. ძრავას აყენებდნენ, რომლის სიმძლავრემ ცილინდრების დიამეტრის 67-და 72 მილიმეტრამდე გაზრდის ხართზე 26-დან 35 ცხ. ძ.-მდე აიწია. მანქანის კარგი დინამიკის მისაღწევად ეს სიმძლავრე მაინც არ იყო საკმარისი.

ცილინდრის დიამეტრის გაზრდის გამო გაიზარდა საწვავის მოხმარებაც: ქალაქგარე ტრასაზე ის 9 ლიტრს აღწევდა 100 კმ-ზე. 1956 წელს სუეცის არხის ირგვლივ გაჩაღებული ომის გამო ევროპაში მკვეთრად მოიმატა ბენზინის ფასმა, რაც ამცირებდა "მოსკვიჩის" კონკურენტუნარიანობას ევროპის ბაზარზე. გარდა ამისა, დაბალოქტანური ბენზინი ევროპაში აღარ იხმარებოდა, მაღალოქტანური კი ძველ ძრავაში ბოლომდე დაწვას უბრალოდ ვერ ასწრებდა.

50-იანი წლების განმავლობაში კონსტრუქტორები ზედასარქველიანი ძრავის რამდენიმე მოდელზე მუშაობდნენ, ინდექსებით 404, 405, 406. ყველაზე მეტად ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს 407 მოდელი შეესაბამებოდა. ახალი ძრავის მოცულობა 1,4 ლიტრამდე გაიზარდა, სიმძლავრე 45 ცხ. ძ. შეადგენდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად "მოსკვიჩის" ახალი მოდიფიკაციის გამოშვება ქარხანას დაგეგმილი არ ჰქონდა, ახალი ძრავის დაყენებას კი მხოლოდ საექსპორტოდ განკუთვნილ მანქანებზე აპირებდნენ. ამგვარი გადაწყვეტილება აზრს მოკლებული სულაც არ იყო: საბჭოთა კავშირში А72 მარკის ბენზინი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე А66. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტრუქტორებმა ბენზინის ხარჯი 100 კმ-ზე 6.5 ლიტრამდე დაიყვანეს, ახალი ძრავის ექსპლუატაცია რენტაბელური გახდა.

ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ადამიანები ევროპელებზე არანაკლებად იმსახურებდნენ თანამედროვე მანქანას. 1958 წლის მაისში ქარხანა ახალი ძრავით აღჭურვილი მოდელის წარმოებას შეუდგა, რომელმაც შესაბამისად 407 ინდექსი მიიღო.

თავდაპირველად ახალი მოდელი წინამორბედისგან ძრავის გარდა არაფრით განსხვავდებოდა. მისი იერსახის გასაახლებლად კონსტრუქტორებმა რამდენიმე უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტური ცვლილება შეიტანეს. ძარას გვერდებზე მოლდინგები დაემატა, ხოლო ძრავის ხუფის წინა ნაწილზე გაჩნდა წარწერა "Москвич".

ახალ ძრავასთან ერთად 407 მოდელის მყიდველებს მეტად არასასიამოვნო სიურპრიზიც ელოდათ: ახალი "მოსკვიჩის" ფასი 25 000 იმდროინდელ მანეთამდე ავარდა. ამავე დროს 402 მოდელი, რომელიც მხოლოდ 15 000 მანეთი ღირდა, წარმოებიდან იმთავითვე მოიხსნა. ამდენად, მყიდველს არჩევანის საშუალება მოუსპეს. ბევრი მათგანი, ვისაც მანქანის შეძენაზე რიგი უწევდა, ფასის მომატების გამო იძულებული იყო, საკუთარ ავტომობილზე საერთოდ უარი ეთქვა.

 

 

1959 წელს, პირველად საბჭოთა მსუბუქ მანქანებს შორის, მოსკვიჩ-407 -ზე ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი დააყენეს, სამსაფეხურიანის ნაცვლად. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მაქანის დინამიკა, განსაკუთრებით რთულ გზებზე.

1961 წლის იანვრიდან განახლდა რადიატორის გისოსიც - ბურთით დამშვენებული ჰორიზონტალური ძელი ვერტიკალურ ნაპრალიანმა ბადემ შეცვალა. ცვლილება განიცადა უკანა ოპტიკამაც - სამსექციანი სანათები ორსექციანებით ჩაანაცვლეს.

შემცირდა დაწოლის ძალა სატერფულებზე, რაც განსაკუთრებით მძღოლი ქალებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ ცვლილებამ კიდევ უფრო აამაღლა მოდელის საექსპორტო პოტენციალი.

 

 

1962 წლის თებერვალს მანქანის ექსტერიერში ბოლო ცვლილება შეიტანეს - ბამპერებიდნ გაქრა "ეშვები". მოსკვიჩ-407 -ის გამოშვება 1963 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე "გარდამავალმა მოდელმა" - მოსკვიჩ-403 -მა ჩაანაცვლა: მოსკვიჩ-407 -ის ძარასა და ძრავასთან ერთად აქ შემდგომი თაობის, 408 მოდელის ცალკეული აგრეგატები და კვანძები იხმარებოდა.

მოსკვიჩ-407-ის ბაზაზე უშვებდნენ მის შემდეგ მოდიფიკაციებს:
Москвич-423Н - უნივერსალი, 1958—1963 წლები.
Москвич-430 - სატვირთო უნივერსალი (ფურგონი), 1958—1963 წლები
Москвич-410Н - სედანი 4 წამყვანი ბორბლით, 1958—1961 წლები.
Москвич-411 - სედანი 4 წამყვანი ბორბლით Москвич-410Н -ის ბაზაზე, 1959—1961 წლები.
Москвич-407Б - სედანი ხელის მართვით, ინვალიდებისთვის.
Москвич-407Т - სედანი, ტაქსი.
Москвич-407М - სანიტარული ავტომობილი სამედიცინო პერსონალის გადასაყვანად.

სულ 1958-დან 1963 წლამდე ქარხანამ მოსკვიჩ-407 -ის 359 980 ეგზემპლიარი გამოუშვა.

გაზ-13 "ჩაიკა" (ГАЗ-13 "Чайка"; GAZ-13 "Chaika")

 

 

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-13 ''ჩაიკა''

(ГАЗ-13 "Чайка"; GAZ-13 "Chaika")

გამოშვების წლები 1959 - 1981
ძარა

4 კარი, სედანი, ლიმუზინი (7 ადგილი),

ფაეტონი (6 ადგილი)

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

ძრავა

 ГАЗ-13, ГАЗ-13Д. 8 ცილინდრი

5526 კუბ.სმ, 195, 215 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  ავტომატური, ჰიდრომექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  160 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 80 ლ.
საწვავის ხარჯი 21 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 5600x2000x1620 მმ.
ტვირთამწეობა 600 კგ.
წონა 2100 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,ჩაიკა’’ გაზ-13 ზე, ამ პრესტიჟულ სედანზე მუშაობა გორკის მანქანათმშენებელ ქარხანაში 1956 წელს,მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოძველებული მოდელის, გაზ 12-ის წარმოებიდან ამოღება და მისი უფრო კომფორტული, თანამედროვე დიზაინის მოდელით შეცვლა გადაწყდა. ახალ მოდელს გაუმჯობესებული უნდა ჰქონოდა ყველა ძირითადი მაჩვენებელი _ ტვირთგამწეობა, ეფექტური სამუხრუჭე სისტემა, ავტომატური გადამრთველი კოლოფი, უნდა ყოფილიყო მეტად გამძლე და უჟანგავი. 

დასახული მიზნის განხორციელება გორკის ავტომშენებბელმა ქარხანამ ჩაფიქრებული გაზ-13 ის უცხოური ანალოგის შესწავლით დაიწყო. ეს ანალოგი დიდებული ამერიკული სედანი, ,,პაკარდ კარიბიენი’’გახლდათ, რომლის ერთი ეგზემპლიარიც გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე, გორკის მანქანათმშენებელი ქარხნის სახელოსნოში დადგა შესასწავლად. კონვეირიდან გადმოსულმა პირველივე ,,ჩაიკამ’’ კი 1958 წელს საკმაოდ პრესტიჟული, ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ,,გრანპრი’’ დაიმსახურა. 

 


მერე და მერე გამოვიდა ,,ჩაიკა’’ გაზ-13 ის მოდიფიცირებული რამდენიმე მოდელიც. ჯერ გაზ 13 ა, რომლის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მძღოლსა და მგზავრს შორის გამყოფი შუშა გახლდათ, შემდეგ კი გაზ-15ა კაბრიოლეტი, რომლის რბილი სახურავიც ელექტრონულად იღებოდა და იხურებოდა, მძღოლის ნებისდა მიხედვით. 

1961 წელს გორკის ავტოქარხანამ კიდევ უფრო მოდერნიზებული ,,ჩაიკა’’ გაზ 13ც გამოუშვა. ეს გახლდათ ოთხფარიანი ავტომანქნა რადიატორის განსხვავებული გრილით, ვამპერებით, უკეთესი ინტერიერით, მაგრამ სერიულ წარმოებაში ის მოდელი არ ჩაშვებულა. 

თავისი ტექნიკური მონაცემებით გაზ-13 მართლაც აღემატებოდა მანამდე საბჭოთა კავშირის ქარხნებში წარმოებულ ყველა მსუბუქ ავტომანქანას და დღესაც იმსახურებს აღტაცებას.

 

მოსკვიჩი 401 (Москвич 401; Moskvich 401)

 

 

 მოდელი მოსკვიჩი-401 (Москвич-401; Moskvich-401)
 გამოშვების წლები  1954 - 1956
 ტიპი სედანი, 4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი
ძრავა М-401, 1074 კუბ.სმ, 26 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე 90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 31 ლ.
საწვავის ხარჯი 9 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3855x1400x1525 მმ.
ტვირთამწეობა 270 კგ.
წონა 855 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბალი კლასის საბჭოთა მცირელიტრაჟიანი ავტომობილი, რომელსაც მოსკოვის ავტომშენებელი ქარხანა უშვებდა. მისი პირველი ვერსია გახლდათ მოსკვიჩი 400. ის 1946-1954 წლებში გამოდიოდა, მოსკვჩი 401 კი, რომელიც თბილისის ავტომუზეუმშია წარმოდგენილი, ამ მანქანის შედარებით სრულყოფილი ვერსიაა და მას მოსკოვის ავტომშენებელი ქარხანა 1954- 1956წლებში აწარმოებდა.

 

Moskvich 401 2

 

არსებობდა ამ მანქანის ორი ვარიანტი: აქ წარმოდგენილი სედანი და კაბრიოლეტი.  ,,მოსკვიჩი 401'' 9 000 მანეთი ღირდა და მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კლასის მანქანა გახლდათ, საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ამისი ახსნა ალბათ იმიაც შეიძლება, რომ საბჭოთა კავშირის კარი ჩაკეტილი იყო  უცხოური ავტომობილებისთვის და არჩევანი საკმაოდ მცირე გახლდათ. მართალია ომის შემდეგ ქვეყანაში მოხვედრილმა ნაალაფარმა მანქანებმა საკმაოდ დიდ ციფრს მიაღწიეს, მაგრამ ცუდი გზების პირობებში მათი უმრავლესობა ჩქარა გამოვიდა მწყობრიდან და საბჭოთა მოქალაქე მიხვდა, რომ არჩევანი ისევ სამამულო წარმოების ავტომობილებზე სჯობდა შეეჩერებინა. მით უმეტეს, რომ ეს მანქანები სწორედაც რომ უცხოური მანქანების ანალოგებით იქმნებოდა. ასე იყო მოსკვიჩის შემთხვევაშიც. ის გერმანული ,,ოპელის''ანალოგი გახლდათ. არსებობს ლეგენდა, რომელიც გვიამბობს, როგორ გახდა ორკარიანი ,,ოპელ კადეტი'' ოთხკარიანი ,,მოსკვიჩი". საბჭოთა კავშირში მანქანათმშენებლობა სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, ამიტომაც ახალი მანქანის შექმნაში ,,მონაწილეობას'' ქვეყნის მმართველები იღებდნენ. ასე იყო გორბაჩოვამდე, რომელიც დაუფიქრებლად გადმოჯდა საბჭოთა წარმოების ..ზილიდან'' უცხოურ ავტომობილზე, მაშინ კი, ,,ახლადგამოჩეკილი'' პირველი ,,მოსკვიჩი'' სტალინს ,,მიჰგვარეს'', რომელმაც ამაყად გამოაღო მანქანის კარი, მიუჯდა მძღოლს გვერდით და კონსტრუქტორს, რომელიც მოწიწებით იდგა ავტომანქანასთან სთხოვა, რომ ისიც ჩამჯდარიყო მანქანაში. ლეგენდა არ გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა განიცადა ,,მოსკვჩის'' კონსტრუქტორმა სტალინის ერთი შეხედვით მარტივ მოთხოვნაზე, მაგრამ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ _ ,,მოსკვიჩს'' ხომ მხოლდ ორი კარი ჰქონდა, კონსტრუქტორი კი ვერაფრით გაუბედავდა სტალინს ვერც ურჩობას და ვერც იმის თქმას, რომ იმისთვის რომ ისიც ჩამჯდარიყო მანქანაში, საჭირო იყო სტალინის მანქანიდან გადმოსვლა...

 


 

 

 

"ზიმ" გაზ-12  ("ЗИМ" ГАЗ-12, "ZIM" GAZ-12 )

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

''ზიმ'" (1957 წლამდე), გაზ-12

("ЗИМ" ГАЗ-12; "ZIM" GAZ 12)

გამოშვების წლები 1949 - 1959 (სანიტარული - 1960 წ. ჩათვლით)
ძარა 4 კარი, გრძელბაზიანი სედანი, 6 ადგილი
 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

ძრავა

ГАЗ-12, 6 ცილინდრი,

3485 კუბ.სმ, 90 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი, ჰიდრომუფტით
მაქს. სიჩქარე  120 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 80 ლ.
საწვავის ხარჯი  15,5 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 5530x550x1660 მმ.
ტვირთამწეობა 600 კგ.
წონა 1940 კგ.

 

 

ზიმის სახელწოდებით ის 1957 წლამდე მოიხსენიებოდა. გაზ 12  პირველი ექვსადგილიანი, ექვსფანჯრიანი დიდი საბჭოთა სედანია, რომელიც სერიულად იწარმოებოდა 1949-1958 წწ. გორკის ავტოქარხანაში (დასაწყისში მას მოლოტოვის სახელობის ავტოქარხანა ერქვა)

 

 

 

ზიმი (რუს. ЗИМ «Завод имени Молотова»), გაზ-12 პირველი წარმომადგენლობითი მოდელია, რომელიც გორკს ავტომშებნებელმა ქარხანამ გამუშვა. ძირითადად ის გამოიყენებოდა როგორც სამსახურეობრივი (პერსონალური) მანქანა მაღალი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებისთვის. ერთეულ, სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევებში ის კერძო მფლობელებზეც იყიდებოდა.

 

 

სულ ამ წლების განმავლობაში, ზიმ გაზ-12-ის 21 527 ეგზემპლიარი გამოვიდა სხვადასხვა მოდიფიკაციებით.

 

 

 

Page 1 of 2

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365