"ტორტუგა" - ჯავშანმანქანა ლეონარდო და ვინჩის სტილში
ეს არ არის კადრი ძველი კინოფანტასტიკიდან უცხოპლანეტელთა შემოსევის შესახებ. ეს ვენესუელაში 1934 გამოშვებული ჯავშანმანქანა "ტორტუგა" (Tortuga) გახლავთ. ის კოლუმბიასთან სამხედრო პარიტეტის მისღწევად შეიქმნა პერუსთან ომის შემდეგ.
გარეგნულად ჯავშანმანქანა თითქოს ლეონარდო და ვინჩის მიერ გამოსახული ტანკის განხორციელება იყო. "დარტ ვეიდერის მუზარადის" მსგავსი დაჯავშნული ძარა 1934 წლის სატვირთო "ფორდის" შასიზე იყო დაყენებული. შიგნიდან ძარა საკმაოდ ფართო იყო, თუმცა ხედვის არე მძღოლისა და ჯარისკაცებისთვის შეზღუდული იყო, მოისუსტებდა ვენტილაცია, ასევე მანქანას დაბალი მანევრირების შესაძლებლობა ჰქონდა.
ჯავშანმანქანა 7 მმ. ტყვიამფრქვევით, Mark 4B -თი იყო აღჭურვილი, რომელიც ზედა მბრუნავ კოშკურაში იყო ჩამონტაჟებული. მსგავსი ფორმის მქონე ჯავშანმანქანა არც "ტორტუგამდე", და არც შემდგომში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შექმნილა.
"ტორტუგას" რეპლიკა 80 წლის შემდეგ სამხედრო აღლუმზე
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019