Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ისტორიის შეცვლა შეეძლო

 

1931 წლის 13 დეკემბერს ნიუ-იორკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შეეძლო ძირეულად შეეცვალა XX საუკუნის ისტორიის მსვლელობა.

ამ ინციდენტამდე ორი დღით ადრე 57 წლის უინსტონ ჩერჩილი თავის მეუღლე კლემენტინასთან და ქალიშვილ დიანასთან ერთად გემით Lloyd Europa ნიუ-იორკში ჩავიდა. ამერიკაში ჩასვლით ჩერჩილი თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავდა, რომელიც 1929 წელს უოლ-სტრიტზე მომხდარი ფინანსური კრიზისის შედეგად სავალალოდ გამოიყურებოდა.

ჩრდილო ამერიკაში ჩერჩილს 40 სალექციო ტურის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც მისთვის 10000 გირვანქა სტერლინგზე მეტი უნდა გადაეხადათ (რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 1,7 მილიონ დოლარს შეესაბამება). გარდა ამისა, გაზეთ Daily Mail-სგან მას 8000 გირვანქა უნდა მიეღო სტატიების სერიისთვის.

პირველი ლექცია ჩერჩილმა 12 დეკემბერს ბოსტონის მახლობლად, ვუსტერში წაიკითხა. კვირას, 13 დეკემბერს ის ნიუ-იორკში დაბრუნდა და ვაშხმის შემდეგ ნაცნობი ფინანსისტის, ბერნარდ ბარუხის სახლისკენ ტაქსით გაემართა. სახლის ზუსტი ადგილმდებარეობა ჩერჩილმა ვეღარ გაიხსენა, მძღოლი დიდხანს დაატარებდა მას მეხუთე ავენიუს გასწვრივ. ბოლოს ჩერჩილმა თითქოსდა თვალი მოჰკრა ბარუხის სახლს 76 და 77 ქუჩებს შორის, ტაქსი დაითხოვა და გზას ფეხით გაუყვა. როგორც შემდგომში გაირკვა, სინამდვილეში ბარუხის სახლი 86 და 87 ქუჩებს შორის მდებარეობდა და ჩერჩილს მისგან 10 კვარტალი აშორებდა.

ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, ჩერჩილმა ქუჩის გადაკვეთა გადაწყვიტა, სავალი ნაწილის შუამდე მისულმა შუქნიშანს ყურადღება არ მიაქცია და ჩვეულებისამებრ მარცხნივ გაიხედა. როგორც ჩანს, ჩერჩილს ის აღარ გაახსენდა, რომ ამერიკაში მანქანები მარჯვენა მხარეს მოძრაობენ. იმავე ადგილისკენ თავისი მანქანით ვინმე ედვარდ კანტასანო მიემართებოდა, რომელიც „დიდი დეპრესიის“ გამო უმუშევრად იყო დარჩენილი, მანამდე კი სატვირთო მანქანის მძღოლი და ავტომექანიკოსი იყო.

churchill00

ედვარდ კანტასანო (Edward F. Cantasano, ზოგიერთი წყარო მას როგორც Mario Contasino-s მოიხსენიებს) ავარიის გარეშე რვა წლის განმავლობაში დადიოდა, მაგრამ ამჯერად შეჯახებისგან თავის არიდება შეუძლებელი იყო, ჩერჩილი მისი ავტომობილის ბორბლებქვეშ აღმოჩნდა. ქუჩა დაცარიელებული იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანი შემთხვევის ადგილას მაინც შეიკრიბა, დაზარალებული წამოაყენეს და მძღოლს მანქანაში ჩაასმევინეს. ჩერჩილი ტკივილსგან შოკში იყო ჩავარდნილი, თუმცა აღელვებულ მძღოლს მაინც ამხნევებდა - არაფერი მჭირსო.

საავადმყოფოში ჩერჩილს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოსთხოვეს. „უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე“ - უპასუხა მან. ამის შემდეგ პერსონალი დაინტერესდა, როგორ აპირებდა ის მკურნალობის საფასურის დაფარვას. ჩერჩილს ჯიბეში სულ რამდენიმე დოლარი ედო, მან სასტუმროში დარეკვა მოითხოვა. პრობლემა მხოლოდ მეუღლისა და პირადი მცველის მოსვლის შემდეგ გადაწყდა.

churchill02

სხეულის სერიოზული დაზიანება ჩერჩილს არ აღმოაჩნდა, მას შუბლის არეში ჭრილობები ორი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინეს. პოლიტიკოსის ჯანმრთელობა ფოსტით და ტელეფონით ასობით ადამიანმა მოიკითხა, მათ შორის მეფე გეორგ მეხუთემ. ჩერჩილი გაზეთ Daily Mail-საც მოელაპარაკა ინციდენტის შესახებ სტატიის დაწერის თაობაზე.

churchill04

1932 წ. 10 ოქტომბერი, ინგლისი. ჩერჩილი ჰოსპიტალიდან გამოჰყავთ, სადაც კუჭის წყლულის გამწვავების გამო დააწვინეს.

ჩერჩილის მკურნალობის პერიოდში პოლიციამ რამდენჯერმე დაკითხა ედვარდ კანტასანო. ჩერჩილმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ის შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გადადიოდა, რის შემდეგაც კანტასანოს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

თავად კანტასანო ისე ძლიერად განიცდიდა მომხდარს, რომ ყოველდღე რეკავდა საავადმყოფოში. 20 დეკემბერს მას ვიზიტზე დართეს ნება. კანტასანომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩერჩილის მეუღლეზე და მან უმუშევარ ახალგაზრდას ფინანსური დახმარებაც შესთავაზა, რაზეც ედვარდმა ზრდილობიანად უხრა უარი.

მეორე დღეს, 21 დეკემბერს ჩერჩილი ჰოსპიტალიდან გამოწერეს და ინვალიდების ეტლით სასტუმროში გადაიყვანეს. მისდა სასიხარულოდ, 1932 წლის იანვარში ექიმმა გამოუწერა ცნობა, რომ მას ესაჭიროებოდა ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით ჭამის დროს - ამერიკაში იმ დროს უკვე "მშრალი კანონი" მოქმედებდა.

churchill01

გამოჯანმრთელების შემდეგ ჩერჩილმა კანტასანო სასტუმრო "უოლდორფ ასტორიაში" მიიწვია, სადაც ჩაით გაუმასპინძლდა და თავისი წიგნი, „უცნობი ომი“ აჩუქა ავტოგრაფით. ჩერჩილის ლექციები 1932 წლის 14 თებერვლამდე გადაიდო, შემდგომში ერთ-ერთ ლექციას კანტასანოც დაესწრო.

 churchill03

ედვარდ კანტასანო 1989 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სრულიად მოულოდნელად, ინციდენტიდან 77 წლის შემდეგ ის კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. 2008 წლის იანვარში ბრიტანულმა ვიდეოთამაშების მწარმოებელმა Codemasters გამოუშვა თამაში „Turning Point: Fall of Liberty“, რომლის სცენარი ალტერნატიულ ისტორიას ეფუძნებოდა.

ამ სცენარის მიხედვით, 1931 წელს მომხდარ ინციდენტს ფატალური შედეგი მოჰყვა, ჩერჩილი დაიღუპა, რის გამოც მეოცე საუკუნის ისტორია მთლიანად შემოტრიალდა: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ნევილ ჩემბერლენი რჩება - ჰიტლერის დაშოშმინების პოლიტიკის მომხრე. ბრიტანეთი ნაცისტურ გერმანიას ნებდება, რაც ჰიტლერს საბჭოთა კავშირის დაპყრობის საშუალება აძლევს. პარალელურად იტალია ჩრდილო აფრიკას იპყრობს და ბენიტო მუსოლინი „ახალ რომის იმპერიას“ ქმნის. იაპონია ადვილად ეუფლება აღმოსავლეთ აზიას და ნავთობის საბადოებს იგდებს ხელში, რის გამოც აშშ-ს მიერ გამოცხადებული ემბარგო აზრს კარგავს. ევროპასა და აზიაში გაბატონებული ნაცისტური რეჟიმები ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდებიან.

churchill05

ყველაფერთან ერთად, Codemasters-ის თაოსნობით ედვარდ კანტასანოს სახელი ვიკიპედიაში არის შეტანილი.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365