Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

საიდან გაჩნდა სიტყვა "მაგნიტოლა"

მაგნიტოლას პოსტსაბჭოთა სივრცეში მაგნიტოფონთან გაერთიანებულ რადიომიმღებს ეძახდნენ. სწორედ ასეთი ტიპის აპარტებს იყენებდნენ ძირითადად ავტომანქანებში. დღესაც კი, როდესაც მაგნიტური ფირი მულტიმედიურმა პლეიერმა შეცვალა, ავტომობილებში ჩაყენებულ მოწყობილებებს ხშირად მაგნიტოლებს ეძახიან. საიდან და როგორ გაჩნდა ეს სიტყვა?

mgn01

1920-1930 წლებში ამერიკული ფირმა RCA უშვებდა რადიომიმღებებს სახელად "რადიოლა" (Radiola). დღეს უკვე ძნელი დასადგენია, თუ რატომ უწოდეს ასე საბჭოურ რადიომიმღებთა სახეობას, რომელსაც გრამფირფიტების საკრავი ჰქონდა დამატებული - მით უმეტეს, რომ RCA თავის "რადიოლებს" მეტწილად ფირფიტების საკრავის გარეშე უშვებდა.

mgn02

ამავე დროს, 1935 წელს გერმანულმა კომპანიამ AEG-მ შექმნა მაგნიტურ ფირზე ჩამწერი მოწყობილობა, რომელსაც Magnetophon ბრენდით უშვებდა. ომის შემდეგ ბევრი ასეთი აპარატი საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, რის გამოც სიტყვა "მაგნიტოფონმა" სხვადსხვა ენის ლექსიკონებში დაიმკვიდრა ადგილი, როგორც მაგნიტურ ფირზე ხმის ჩამწერი ყველა აპარატის დასახელებამ.

mgn03

შემდგომში ფირფიტების საკრავთან ერთად რადიომიმღებებს ზოგჯერ მაგნიტოფონის პანელებსაც ამატებდნენ - ასეთ "კომბაინებს" მაგნიტორადიოლები შეერქვათ, ხოლო აპარატებს ფირფიტების საკრავის გარეშე - მაგნიტოლები. შემდგომში ამ ტერმინმა საავტომობილო აუდიოაპარატურაზეც გადმოინაცვლა.

mgn04

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365