Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"თითქმის თვითმფრინავი" - Cadillac Cyclone XP-74

 

1959 წელს წარმოდგენილი Cadillac Cyclone XP-74 ავტოდიზაინერ ჰარლი ერლის (Harley Earl) მიერ "ჯენერალ მოტორსიდან" წასვლამდე შექნილი ბოლო მანქანაა. ამ კონცეპტში შემდგომი განვითარება ჰპოვა ერლისეულმა რეაქტიული ავიაციის ელემენტების ავტოდიზაინში გამოყენების კონცეფციამ. 

Cyclone01

 რეაქტიულ თვითმრინავთან გამოკვეთილი მსგავსების მიუხედავად, Cyclone -თვის შიდაწვის ძრავა - 325 ცხ. ძ. OHV V-8 იყო გამოყენებული (და არა გაზოტურბინა, როგორც Firebird სერიის კონცეპტებში).

Cyclone05

მანქანა "კადილაკის" სტნდარტული შასის ბაზაზე იყო აწყობილი, ორსიჩქარიანი უკანა დიფერენციალი ჩვეულებრივ სამსიჩქარიან Hydra-Matic კოლოფზე იყო მიერთებული, რის შედეგადაც გადასართავ გადაცემათა რაოდენობა 6-მდე ავიდა.

Cyclone02

გამჭვირვალე ხუფი ძარის უკანა ნაწილში ჩადიოდა, კარები კი საკისრებზე დასრიალებდა. ხუფი იმდენად ჰერმეტული იყო, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის სპეციალური სალაპარაკო სიტემა იყო გათვალისწინებული, სადგომზე ფულის გადასახდელად კი კარებში სპეციალური ნაპრალები იყო გაკეთებული.

Cyclone03

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გზაზე საშიში ობიექტების რადარის მეშვეობით წინასწარი აღმოჩენის სისტემა იყო - ამგვარი სისტემების გამოყენება მხოლოდ ახლახან დაიწყეს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა. გზაზე საშიშროების გამოჩენაზე სისტემა ჯერ ინდიკატორის ციმციმით რეაგირებდა, ამავე დროს ეკრანზე ჩნდებოდა მანძილი საშიშ ობიექტამდე და სამუხრუჭე მანძილის სიდიდე, შემდეგ სისტემა ხმოვამ სიგნალს გამოსცემდა და ბოლოს ექსტრემალურად აჩერებდა მანქანას.

Cyclone04

 

 

 

 © თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365