Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"Scarab" - ავტომობილი, რომელმაც დროს გაუსწრო

ეს უჩვეულო ავტომობილი რეტრო-ფანტასტი მხატვრის ნამუშევარს უფრო წააგავს, ვიდრე რეალურ მანქანას. მაგრამ ის მართლაც იყო შექმნილი გასული საუკუნის 30-იან წლებში, ამერიკელი კონსტრუქტორის, უილიამ სტაუტის (William Bushnell Stout) მიერ.

scarab01

უილიამ სტაუტი პირველ რიგში ცნობილია როგორც ავიაკონსტრუქტორი. მან შექმნა მსოფლიოში პირველი ლითონის კომერციული თვითმფრინავი. თავისი საავიაციო გამოცდილება სტაუტმა ავტოწარმოებაშიც გამოიყენა.

scarab05

თავისი ავტომობილის, „სკარაბის“ (Scarab) პირველი მოქმედი პროტოტიპი სტაუტმა 1932 წელს შექმნა, მეორე ეგზემპლიარი 1935 წელს დაასრულა. ჰოლადნიელი ინჟინრის, ჯონ ტჟაარდას (John Tjaarda) მიერ შექმნილი აეროდინამიური ძარა იმ დროს ყველამ სიმახინჯედ ჩათვალა, და ეს არცაა გასაკვირი. ბევრი ინოვაციური გადაწყვეტის მხრივ „სკარაბმა“ რამდენიმე ათწლეულით (თუ არა მეტით) გაუსწრო თავის ეპოქას.

„სკარაბი“ მსოფლიოში პირველი მინი-ვენი იყო, ასევე მსოფლიოში პირველად მისი ერთ-ერთი ეგზემპლიარის ძარა მინა-პლასტიკისგან დაამზადეს. ყველა ბორბალს დამოუკიდებელი დაკიდება გააჩნდა. კომპანია Firestone Tire & Rubber Company Limited -ის მიერ შექმნილ დაკიდების სისტემაში ზამბარების მაგივრად შეკუმშული ჰაერით დატუმბული ამორტიზატორები გამოიყენეს. მანძილი წინა და უკანა ბორბლებს შორის უჩვეულოდ დიდი იყო და 3,43 მ. შეადგენდა. Ford-V8 ძრავა მანქანის უკანა ნაწილში იყო განლაგებული, რის გამოც სალონში იატაკი მოსწორებული იყო. წინა ნაწილში გამოთავისუფლებული ადგილის წყალობით საჭე თითქმის ბორბლების თავზე იყო განლაგებული.

scarab02

„სკარაბს“ ნებისმიერ იმდროინდელ ავტომობილზე ფართო სალონი ჰქონდა. ინტერიერი ხით, ქრომითა და ტყავით იყო მოპირკეთებული. შესაძლებელი იყო სურვილისამებრ სავარძლების განლაგების შეცვლა, ხელმარცხნივ ასაკეცი მაგიდა იყო დამონტაჟებული. მანქანის დიზაინში ძველეგვიპტური სკარაბის სიმბოლიკის ელემენტები იყო გამოყენებული.

scarab03

თავად უილიამ სტაუტი ასეთ მანქანას „მოძრავ ოფისად“ იყენებდა, და ამერიკის გარშემო მოგზაურობის განმავლობაში საერთო ჯამში 250 000 მილზე მეტი დაფარა. თავდაპირველად იგეგმებოდა 100-მდე „სკარაბის“ გამოშვება ინდივიდუალური დაკვეთით, დიდბორნის (მიჩიგანის შტატი) პატარა საწარმოში. „სკარაბის“ ღირებულება 5000 დოლარს აღწევდა, მაშინ როდესაც ყველაზე ფეშენებელური ავტომობილის ფასი იმ დროს 1500$ იშვიათად აჭარბებდა.

უამრავი ინოვაციისა და პრესაში დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, სტაუტმა მხოლოდ ცხრა „სკარაბის“ აწყობა მოახერხა. ყველა მანქანა ხელით იყო აწყობილი, და დიზაინით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. 9 ლითონის ძარიანი „სკარაბის“ გარდა, კიდევ ერთი ექსპერიმენტალური ეგზემლიარის ძარა მინა-პლასტიკისგან იყო დამზადებული.

1946 წელს სტაუტმა თავისი ახალი მანქანის პროტოტიპი წარმოადგინა, თუმცა მისი წარმოებაში გაშვება ვერ მოხერხდა.

scarab04

დღეისთვის მსოფლიოში „სკარაბის“ 5-მდე ეგზემპლიარია შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, 1935 წელს გამოშვებული, Owls Head Transportation Museum -ში (ოულს-ჰედ, შტატი მენი) ინახება.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365