Pin It

 

გაზ მ20 "პობედა-ფაეტონი"

 

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ მ20 ''პობედა''

(ГАЗ М20 "Победа"; GAZ M20 "Pobeda")

გამოშვების წლები 1947 (თანამედროვე რეპლიკა)
ძარა 4 კარი, ფაეტონი
 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

ძრავა

 ГАЗ 20, 402, 4021, 4026; 4 ცილ.

2112, 2500 კუბ.სმ, 52, 75, 100 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  130 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 55 ლ.
საწვავის ხარჯი  14,5 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 4665x1695 x1500 მმ.
ტვირთამწეობა 500 კგ.
წონა 1460 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"პობედა-ფაეტონი" ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია, ამ მანქანასთან ერთად მუზეუმის თითქმის ყველა სტუმარს აქვს გადაღებული ფოტო.

„პობედა“ ფაეტონის ტიპის ძარით (ანუ ღია მანქანა გვერდითი ფანჯრების გარეშე) სერიულად არ გამოშვებულა. 1947 წელს ქ. ბრონიცის ერთ-ერთმა სამხედრო კვლევითმა ინსტიტუტმა მიიღო დავალება: თავისი საწარმოს ბაზაზე აეწყო აღლუმებისთვის განკუთვნილ ავტომანქანათა მცირე პარტია. მანქანა სამთავრობო „ზისებზე“ იაფი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი დამზადება იმხანად უკვე სერიაში გაშვებული „პობედის“ ბაზაზე გადაწყდა. „პობედიდან“ მთლიანად მოიხსნა სახურავი, დამოკლდა კარი, გამაგრდა ძარა. გარდა ამისა, სალონში დაამაგრეს სპეციალური ხელის მოსაკიდებელი ძელი.

m20

შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ამგვარი მანქანა ენთუზიასტების ძალისხმევით სხვადასხვა ავტოსარემონტო საწარმოში აეწყო. ჩვენ მუზეუმში დაცული "პობედა-ფაეტონი" ასეთი მანქანების რეპლიკას წარმოადგენს.
1949 წელს ღია „პობედების“ სერიული წარმოება თვითონ გორკის ავტოქარხანაში წამოიწყეს, თუმცა მგზავრთა უსაფრთხოებისთვის მანქანას გვერდითი ფანჯრები დაუტოვეს - ასეთი ტიპის ძარას „კაბრიოლეტს“ უწოდებენ.

m20

თითქოსდა, ასეთი მანქანის გამოშვება ჯერ კიდევ ომის ნანგრევებზე მცხოვრებ ქვეყანაში ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული. ჩვეულებრივ, ფაეტონები და კაბრიოლეტები შეძლებული ხალხისთვისაა განკუთვნილი - როგორც მეორე-მესამე მანქანა, კარგ ამინდში გასეირნებისთვის. იმდროინდელ საბჭოთა კავშირში ოჯახში ერთი მანქანის ყოლაც კი წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. მეორე ავტომანქანის შეძენა კი ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსნებისთვისაც  დაუშვებელი იყო - რაში სჭირდებოდა საბჭოთა ადამიანს „ტკბილი ცხოვრების“ ეს ელემენტები?
ოფიციალურ დოკუმენტებში ღია „პობედა“ ფიგურირებდა, როგორც „ავტომობილი სამხრეთ რეგიონებისთვის, თუმცა მისი გამოშვების ნამდვილი მიზეზი სრულიად პროზაული იყო: ქვეყანაში იმხანად ფურცლოვანი ფოლადის დეფიციტი იგრძნობოდა, და მინისტრთა საბჭომ სპეციალური დადგენილებაც კი გამოსცა მისი ეკონომიის მოთხოვნით. ამავე პერიოდში, იგივე მიზეზით მოსკოვის ავტოქარხანამაც დაიწყო კაბრიოლეტ „მოსკვიჩ-400-420a“-ს სერიული წარმოება.

m20


ამდენად, გავრცელებული მოსაზრება, რომ ღია „პობედა“ შეძლებული საბჭოთა ელიტისთვის იყო შექმნილი, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. პირიქით, კაბრიოლეტი ძირითად მოდელზე უფრო იაფად იყიდებოდა - იშვიათი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში!
სახურავის მოხსნით მიღწეული ეკონომია საეჭვო იყო, რადგან ამან ძარის გაძლიერება მოითხოვა, რის გამოც მანქანა შემსუბუქების მაგივრად კიდევ უფრო დამძიმდა, გაიზარდა ლითონის ხარჯიც. სამაგიეროდ, დეფიციტური ფოლადის მთლიანი ფურცლის მაგივრად მისი ნარჩენები იხმარებოდა.
ღია „პობედამ“ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, სამხრეთ რეგიონებშიც კი, სადაც ის ძირითადად მიეწოდებოდა. სახურავის მოხსნამ გააუარესა მანქანის აეროდინამიკა, რის გამოც საშუალო სიჩქარემ 5 კმ/სთ-ით მოიკლო. გარდა ამისა, გაწვიმებისას ბრეზენტის ტენტის გაჭიმვა (და შემდგომი აკეცვა) ღილაკზე თითის დაჭერით როდი ხორციელდებოდა - ეს ოპერაცია მანქანიდა გადმოსვლას და ათამდე მანიპულაციის ჩატარებას მოითხოვდა. რა გასაკვირია, რომ ასეთი მანქანების მფლობელთა უმეტესობა საკუთარი ძალებით ცდილობდა ლითონის მყარი სახურავის მიმონტაჟებას - ძირითადად მას უტილში ჩაბარებული მანქანებიდან ხსნიდნენ ხოლმე.

m20

კაბრიოლეტ „პობედას“ გორკის ავტოქარხანა 1953 წლის ჩათვლით აწარმოებდა. ამ ხნის წარმოებული მანქანათა რიცხვი 14222 ერთეულს შედგენდა. (შედარებისთვის - სულ 1946-1957 წლების განმავლობაში 241497 „პობედა“ იყო გამოშვებული). 1952 – 53 წლებში ღია მანქანათა წარმოება სამთავრობო დონეზე არარენტაბელურად იყო მიჩნეული, შემცირდა ფოლადის ფურცლის დეფიციტიც. დაახლოებით ამ დროს შეწყდა ასევე კაბრიოლეტი „მოსკვიჩების“ წარმოებაც.  
ყოველივე ამის გამო ღია „პობედებს“ ვერც თავის დროზე ნახავდით ხშირად ჩვენ გზებზე. გვიან საბჭოურ ეპოქაში მცირერიცხოვანი მოყვარულები გაცხარებულები „ნადირობდნენ“ შემორჩენილ ეგზემპლიარებზე: ავტოქარხნების ყოველი შემდგომი მცდელობა - სერიულად გამოეშვათ კაბრიოლეტი უშედეგო აღმოჩნდა.

m20

ჩვენი მუზეუმის "პობედ-ფაეტონი" არის საექსკურსიო-გასასეირნებელი მანქანა, რომლის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ემსახურება ის ასევე ქორწილებსაც, და უნდა ითქვას, რომ უკვე ბევრი ბედნიერი ოჯახის შექმნას შეუწყო ხელი.

m20

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365