Pin It

 

''ზაპოროჟეცი'' ზაზ-965 ("Запорожец" ЗАЗ-965, "Zaporozhets")

 

 zaz965 1

"ზაზ", ანუ ზაპოროჟიეს ავტომშენებელი ქარხანა, (ყოფილი "კომუნარი") მსუბუქ ავტომობილებს 1960 წლიდან აწარმოებდა.

მწარმოებელი ზაპოროჟიეს ავტოქარხანა (ЗАЗ)
 მოდელი

ზაზ-965 ''ზაპოროჟეცი''

(ЗАЗ-965 "Запорожец"; ZAZ-965 "Zaporozhets")

გამოშვების წლები 1960 - 1969
ძარა

2 კარი, კუპე (4 ადგილი),

 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი, ძრავის უკან განლაგებით

ძრავა

МеМЗ-965, 4 ცილ. 746 კუბ.სმ, 23 ცხ.ძ.

МеМЗ-966, 4 ცილ. 887 კუბ.სმ, 27 ცხ.ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე  90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა 30 ლ.
საწვავის ხარჯი 5,5 - 6,5 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3330x1395x1450 მმ.
ტვირთამწეობა 300 კგ.
წონა 665 კგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა დიდი საქმე პატარადან იწყება, ასე იყო ამ ქარხნის შემთხვევაშიც. 1863 წელს, ქალაქ ალექსანდროვში (ასე ერქვა მაშინ ზაპოროჟიეს) დაარსდა მინი ქარხანა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს აწარმოებდა. როგორც ჩანს, ქარხანა წარმატებული იყო, რადგან ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მას საკმაოდ დიდი რეკონსტრუქცია გაუკეთეს და გააფართოვეს კიდეც. იმ, "ზაზ"-ის წინამორბედ ქარხანაში გაკეთდა პირველი კომბაინიც, რომელიც ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა მიწათმოქმედებს შორის და ამდენად სერიულადაც იწარმოებოდა. როგორ განვითარდებოდა ქარხნის ბედი არავინ იცის, რომ არა მეორე მსოფლიო ომი. მან მიწასთან გაასწორა საბჭოური უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის მწარმოებელი ქარხანა. მაგრამ ომის შემდეგ ის კვდრეთით აღსდგა, გაფართოვდა დ აიმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური ტექნიკითაც აღიჭურვა.

zaz965 2

თავდაპირველად ზაზ-965-ის პროტოტიპის - „მოსკვიჩ-444“-ის გამოშვება მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანაში იგეგმებოდა, მაგრამ 1960 წლისთვის ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით წარმოება უკრაინაში, ზაპოროჟიეს ქარხანა „კომუნარში“გადაიტანეს. შესაბამისად, ავტომობილსაც „ზაპოროჟეცი“ დაერქვა.

ზაზ-965 ლეგენდარული „ფიატ-600“-ის მიბაძვით იყო შექმნილი, თუმცა კი „ორიგინალზე“ ნაკლებად იღბლიანი გამოდგა. ამის მთავარი მიზეზი ძრავის (МеМЗ-965) ჰაერით გაგრილების არასრულყოფილი სისტემა იყო („ფიატ-600“-ზე წყლით გაგრილება იხმარებოდა). ხშირი გადახურების გამო ძრავა 2-3 სამ წელიწადში გამოდიოდა წყობიდან.

zaz965 3

1964 წლისთვის 965 მოდელის გამოშვება შეწყვიტეს, ახალი მოდელი კი ქარხანას შემუშავებული არ ჰქონდა. 1962 – 1969 წლებში გამოდიოდა მოდერნიზირებული ვერსია - ЗАЗ-965А

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა "ზაპოროჟეცს" ათასგვარ კნინობით ზედმეტსახელებს უგონებდა, ავტომობილი საკმაოდ პოპულარული იყო. ამის უპირველესი მიზეზი "ზაპოროჟეცის" საკმაოდ დაბალი ფასი გახლდათ. შედარებისთვის გეტყვით, რომ ის 3, 3.5 ათასი მანეთი ღირდა, როცა "ჟიგულების" ფასი 7-8 ათას მანეთს შორის მერყეობდა. გარდა ამისა, "ზაპოროჟეცი" იოლად მოსავლელი მანქანა გახლდათ. ის მარტივად ექვემდებარებოდა შეკეთებას და არც მისი ნაწილების შოვნა იყო რთული ან ძვირი. ამ მანქანის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშეს სოციალურმა სამსახურებმა. მათი დაკვეთით ქარხანა "ზაპოროჟეცის" ინვალიდზე მორგებულ მოდელებსაც უშვებდა.

დღესდღეობით ზაპოროჟიეს ავტომშენებელი ქარხანა სრულ ფორმაშია და უცხოელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ავტომობილების და ამჯერად უკვე ავტობუსების წარმოებას.

zaz965 4

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365